მთავარი თემა

პროკურატურა სააკაშვილისთვის შიდა პატიმრობას ითხოვს

"ლეოგრანდში" გაჩენილი ხანძრის საქმე - სასტუმროს ხუთ თანამშრომელს ბრალს წარუდგენენ

18:36 12-07-2017
1641

ბათუმში, "ლეოგრანდში" გაჩენილი ხანძრის საქმეზე საგამოძიებო ორგანომ სასტუმროს რამდენიმე თანამშრომლის პასუხისგებაში მიცემის გადაწყვეტილება მიიღო. 

"პრაიმტაიმისთვის" ცნობილი გახდა, რომ სასტუმროს ხუთ მენეჯერს ბრალს უახლოეს დღეებში წარუდგენენ და შესაბამისად, მოხდება მათი დაკავებაც.

ჩვენი ინფორმაციით, ხუთივე მათგანი თურქეთის მოქალაქე გახლავთ. 

სასტუმროს იურისტი კახა წერეთელი "პრაიმტაიმთან" საუბრისას არ გამორიცხავს, რომ რამდენიმე თანამშრომლის პასუხისმგებლობის საკითხი მართლაც დადგეს, თუმცა მისი თქმით, ამ ეტაპზე ბრალი არავისთვის წარუდგენიათ.

"ბრალის წარდგენა შესაძლებელია მოხდეს, შესაძლოა არა. ნუ, გამორიცხული არაფერია. ყველაფერი დამოკუდებულია ექსპერტიზაზე, რის შემდეგაც გამოიკვეთებიან კონკრეტული პასუხისმგებელი პირები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სურათის აღდგენა. ბუნებრივია, სასტუმროს მფლობელსაც აქვს გარკვეული კითხვები მენეჯმენტთან", - ამბობს "პრაიმტაიმთან" საუბრისას კახა წერეთელი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში კონკრეტული ბრალდების შესახებ არ საუბრობენ და ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლის მესამე ნაწილით გრძელდება, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას  გულისმოხბს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი,- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.

შეგახსენებთ, რომ 25 ნოემბერს სასტუმრო "ლეოგრანდში" გაჩენილ ხანძარს სულ 11 ადამიანი ემსხვერპლა, 20-ზე მეტი კი დაშავდა.