მთავარი თემა

პროკურატურა სააკაშვილისთვის შიდა პატიმრობას ითხოვს

პალესტინელების პროტესტი ტრამპის ნაბიჯს - არიან დაშავებულები

17:39 12-07-2017
32

პალესტინელები ოკუპირებულ დასავლეთ ნაწილსა და ღაზას სექტორში გაიფიცნენ და გამოდიან ქუჩაში, რათა გააპროტესტონ აშშ-ს პრეზიდენტის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარება.

ისრაელმა ქვეყნის დასავლეთ მხარეში ჯარის დამატებითი ნაწილების განათავსა, რადგან დაძაბულობა მზარდია.

უცხოური მედიის ცნობით, შეტაკებების დროს სულ მცირე 8 პალესტინელი დაშავდა.

ტრამპის განცხადებამ შეცვალა პოლიტიკა, რომელსაც აშშ რეგიონში ათწლეულია ახორციელებს მწვავე საკითხებთან დაკავშირებით.ამას მსოფლიოს შეშფოთება მოჰყვა.

ვაშინგტონის ბევრმა ახლო მოკავშირემ განაცხადა, რომ ადმინისტრაციის ამ ნაბიჯს არ ეთანხმებიან. გაეროს უშიშროების საბჭო და არაბთა ლიგა ამ დღეებში შეიკრიბება და საკუთარ პოზიციაზე იმსჯელებენ.

არსებობს საფრთხე იმისა, რომ ეს განცხადება განაახლებს ძალადობას რეგიონში. პალესტინელების ისმალურმა ჯგუფმა სახელწოდებით ,,ჰამას“  ბრძოლა უკვე დაანონსა.

ფოტო: AFP

 

 

ავტორი: სალომე ჩადუნელი