„ტრამპის განცხადებები ხშირ შემთხვევაში მოულოდნელია ხოლმე...“

16:55 12-07-2017
48

დასავლეთის მედიამ საკმაოდ ფრთხილი შეფასებები გააკეთა ტრამპის განცხადებებთან დაკავშირებით. იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შემდეგ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები და რამდენად შეიძლება თბილისისთვის ეს პრობლემა გახდეს. თავის დროზე ამერიკის მხრიდან კოსოვოს აღიარებამ საქართველო სერიოზული გამოწვევების წინაშე დააყენა - პუტინმა არ დამალა, რომ ამან კრემლს ხელ-ფეხი გაუხსნა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებისკენ.

ექსპერტ კახა გოგოლაშვილის განმარტებით, ეს პრობლემა გახდება იმ შემთხვევაში თუკი ამერიკა თავის პარტნიორებს პოზიციის დაფიქსირებას სთხოვს: „ ამერიკას აქვს ხოლმე განსხვავებული პოზიციები ევროპასთან შედარებით. რაც შეეხება ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებას, ტრამპის განცხადებები ხშირ შემთხვევაში მოულოდნელია ხოლმე... ნატოს წევრი ქვეყნების პოზიცია განსხვავებულია. ევროპას სხვა პოზიცია აქვს. ყველა მიიჩნევს, რომ სტატუს-ქვო უნდა შეინარჩუნონ კონფლიქტის მოგვარებამდე, “ - განმარტავს კახა გოგოლაშვილი.

მისივე განმარტებით, თუკი ტრამპი მის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით რაიმე ოფიციალურ დოკუმენტს გამოსცემს, მას კონგრესის მხარდაჭერა დასჭირდება, კონგრესი კი დიდი ალბათობით, მის პოზიციას არ გაიზიარებს. ასე რომ, ჯერჯერობით, მისი ეს განცხადება ვერაფერს ცვლის, მიიჩნევს ექსპერტი.