მთავარი თემა

პროკურატურა სააკაშვილისთვის შიდა პატიმრობას ითხოვს

ნიკა ჩიტაძე: აშშ-ის მიერ იერუსალიმის აღიარება შეცდომა იყო...

16:43 12-07-2017
248

,,აშშ-ის მიერ იერუსალიმის აღიარება შეცდომა იყო“, - ასე გამოეხმაურა ექსპერტი საერთაშორისო საკითხები ნიკა ჩიტაძე დონალდ ტრამპის განცხადებას აშშ-ს საელჩოს თელავივიდან იერუსალიმში გადატანასთან დაკავშირებით.

როგორც ექსპერტმა ,,პრაიმტაიმს“ განუცხადა იერუსალიმის აღიარება აშშ-ს ისლამურ სამყაროსთან ბევრ პრობლემას შეუქმნის, რადგან  მათი უმრავლესობა პალესტინის მიერ დამოუკიდებლობის მიღებას მხარს უჭერს.

,,აღნიშნული გახლავთ შეცდომა ამერიკის მხრიდან მიუხედავად იმისა, რომ მხარს ვუჭერ აშშ-ს  ძალისხმევას, თუნდაც იგივე საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაძლიერებასთან დაკავშირებით, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, მთელ მსოფლიოში დემოკრატიის იდეების გავრცელებასთან დაკავშირებით, მაგრამ იერუსალიმის გამოცხადებას ისრაელის დედაქალაქად ეს არის ამერიკის შეცდომა. მსოფლიო ქვეყნების უმრავლესობა არ აღიარებს იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად და საელჩო ყველას თელავივში აქვს, სადაც ისრაელის მთავრობა და პარლამენტია განთავსებული. რა თქმა უნდა, ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის გამოცხადება ხოლო აღმოსავლეთის ქვეყნების უკმაყოფილებას გამოიწვევს, ვგულისხმობ არაბულენოვან ქვეყნებს, იგივე თურქეთს. ამ შემთხვევაში ამერიკას შეიძლება ისლამურ სამყაროსთან პრობლემა შეექმნას. მოგეხსენებათ, ისლამური სამყაროს უმრავლესობა მხარს უჭერს პალესტინის მიერ დამოუკიდებლობის მიღებას და წინააღმდეგია იმისა, რომ არსებობდნენ ოკუპირებული ტერიტორიები. აშშ-ს ადმინისტრაციამ შეცდომა დაუშვა...“, - განუცხადა ნიკა ჩიტაძემ ,,პრაიმტაიმს“.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმი აღიარა და განაცხადა, რომ აშშ-ს საელჩოს თელავივიდან იერუსალიმში გადაიტანს. აღნიშნულ   გადაწყვეტილებას პროტესტი მოჰყვა თურქეთში, ეგვიპტეში, საუდის არაბეთში. პალესტინის ქუჩებში უკვე არეულობაა. მოსახლეობა ტრამპის განცხადებას აპროტესტებს.

 

ავტორი: სალომე ჩადუნელი