მთავარი თემა

პროკურატურა სააკაშვილისთვის შიდა პატიმრობას ითხოვს

ბრიტნი სპირსი თხოვდება - მომღერალი 24 წლის სემ ასგარისთან ქორწილის ცერემონიას გეგმავს (ფოტოკოლაჟი)

15:57 12-07-2017
454

მომღერალი ბრიტნი სპირსი, წელიწადზე მეტია, 24 წლის ფიტნეს- მწვრთნელს და მანეკენს, სემ ასგარის ხვდება. ინფორმაცია,  წყვილის ჯვრისწერის შესახებ, ჯერ კიდევ გაზაფხულზე გავრცელდა, რომელიც არ დადასტურდა.

რამდენიმე დღის წინ, სანდო წყარომ, გაავრცელა ინფორმაცია, მათი ქორწინების შესახებ, რომლის მიზეზი, ბრიტნის მიერ გავრცელებული ვიდეორგოლი აღმოჩნდა, რომელიც მომღერალმა, 2 დეკემბერს, საკუთარ დაბადების დღეზე გამოაქვეყნა.  

ვიდეორგოლში, სემი, ბრიტნის სიურპრიზს უმზადებს: ასგარმა შეყვარებულს, რომანტიკული საღამო მოუწყო, რომელიც სანთლებით და ვარდებით იყო  მორთული. თაყვანისმცემლების თვალს, არ გამოეპარა ის ფაქტი, რომ მუხლმოდრეკილი სემი, შეყვარებულს, ბრილიანტის თვლებით გაწყობილ ბეჭედს აწვდის.

სანდო წყაროს ინფორმაციით, სავარაუდოდ, ასგარმა, ბრიტნის ხელი სთოვა. ამ ეტაპზე მომღერალი, ამ  ფაქტთან დაკავშირებით, კომენტარს არ აკეთებს.

თუ როდის შედგება ქორწილის ცერემონია,  ამ ეტაპზე, არ არის ცნობილი. 

შეგახსენებთ, რომ 36 წლის მომღრალმა და 24 წლის მანეკენმა, ერთმანეთი, კლიპის, "Slumber Party"-ის გადაღების დროს გაიცნეს. 

მოგვიანებით, მომღერალმა აღნიშნა, რომ, ინიციატორი მათ ურთიერთობაში, ბრიტნი იყო. მართალია, სემმა ბრიტნის, საკუთარი ტელეფონის ნომერი დაუფიქსირა, მაგრამ მომღერალი მას, მხოლოდ, ხუთი თვის შემდეგ დაუკავშირდა. 

იხ. ფოტოკოლაჟი:

ავტორი: რუსა ღვანიძე