მთავარი თემა

პროკურატურა სააკაშვილისთვის შიდა პატიმრობას ითხოვს

,,თეთრი ხმაურის" ინფორმაციით GWP-ს თანამშრომლები ნარკოტესტირებაზე გადაყავს - კომპანის განმარტება

15:52 12-07-2017
320

,,თეთრი ხმაურის“ აქტივისტის დავით სუბელიანის ინფორმაციით,  კომპანია ,,ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერს“თავისი თანამშრომლები ნარკოტესტირებაზე ავტობუსით გადაჰყავს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად თანამშრომლებიც ადასტურებენ.

დავით სუბელიანის თქმით, ,,თეთრი ხმაურის“ მოძრაობამ შეტყობინება ნარკოტესტირებაზე გადაყვანის შესახებ დილის ხუთ საათზე მიიღო და ადგილზე მივიდა. სუბელიანის განმარტებით, მასობრივი ნარკოტესტირების მიზეზი რამდენიმე დღის წინ მომხდარი ინციდენტი გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, GWP-ს თანამშრომელმა მარიხუანა მოიხმარა.

,,დილის 5 საათზე შემოგვივიდა შეტყობინება თანამშრომლისგან, რომ ხალხს იბარებენ, რათა ნარკოტესტირებაზე სამხარაულში გადაიყვანონ. რაღაც ინციდენტი ყოფილა რამოდენიმე დღის წინ, ვიღაცას დაუდგინდა, რომ  მარიხუანა მოწია, ამის პასუხად კი ყველა თანამშრომელს ამოწმებენ. ესენი არიან ძირითადად მუშები, ინჟინრები და ის ადამიანები, ვინც დაბალ ხელფასს იღებს“, - განუცხადა ,,პრაიმტაიმს“ დავით სუბელიანმა.

ადგილზე მისულ აქტივისტს, მუშებმა დაუდასტურეს, რომ მარშუტკებით ნარკოტესტირებაზე თანამშრომლების გადაყვანა ნამდვილად ხდებოდა, თუმცა შემდეგ უსაფრთხოების სამსახურმა დაიბარა და მოთხოვნა ყველა ის  ვიდეო წაეშალა, რაც კომპანიის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაიღო.

დავით სუბელიანის თქმით, მან ნარკოტესტირებების ჩატარების საფუძვლის შესახებ  დასაბუთებული განმარტება ვერ მოისმინა.

,,მიხსნიდნენ, რომ თანამშრომლებს ნარკოტესტს კი არა ალკოტესტს უტარებდნენ, სამუშაო ადგილებზე მათივე უსაფრთხოების მიზნით, თუმცა მე მუშებისგან ვიცი, რომ მსგავსი ტესტირება ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.

,,თანამშრომლებმაც დაადასტურეს,  აქამდე არავინ შეუმოწმებია და რეალურად მარტო ნარკოტესტზე იყვნენ  დაბარებულები“, - ამბობს დავით სუბელიანი ,,პრაიმტაიმთან“.

 მისი თქმით, ამ ქმედებით კომპანიამ თანამშრომლები დააშინა და სამსახურის დაკარგვის საფრთხე შეუქმნა.

,,შეიძლება დალიონ კიდეც,  მოიხმარონ კიდეც, ამის სდევნა უბრალოდ ძალიან უმეცარი ქმედებაა, პრობლემის ძალიან იოლად და ცუდად მოგვარებაა. უკეთესი ურთიერთობებით შეიძლება რომ დაალაგო, მეტი ნდობით, მეტი ტრეინინგებით, მეტი განათლების მიცემით, რომ თვითონ მათ გაიაზრონ , იყვნენ სამუშაოზე ფხიზლები“, - განაცხადა დავით სულაბერიძემ.

,,თეთრი ხმაურის“ მოძრაობის მიერ გაჟღერებულ ინფრომაცია GWP-ს თანამშრომლების ნარკოტესტირებაზე გადაყვანის შესახებ ოფიციალური განცხადებით გამეხმაურა ,,ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი“. ჩვენ მათ დამატებით კომენტარზე დავუკავშირდით, თუმცა მხოლოდ განცხადებით შემოიფარგლენ. კომპანიის განმარტებას უცვლელად გთავაზობთ:

თანამშრომელთა უმეტესობა ყოველდღიურად ასრულებს მაღალი რისკის შემცველ ტექნიკურ სამუშოებს, მართავს მძიმე სპეცტექნიკას და მუშაობს მიწისქვეშა კომუნიკაციებზე. ჩვენ პასუხისმგებელი ვართ თითოეული თანამშრომლის სიცოცხლის უსაფრთხოებაზე, ასევე იმ არეალზე, სადაც მიმდინარეობს სამუშაო პროცესი. სტრატეგიულ ობიექტებზე, რისკის შემცველი სამუშაოს შესრულების დროს სახიფათოა თანამშრომლების მიერ ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული საშუალებების გამოყენება.

გამოვლინდა რამდენიმე კონკრეტული შემთხვევა, როდესაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი თანამშრომლები ასრულებდნენ სწორედ ასეთი ტიპის ტექნიკურ სამუშოებს. მათი და მათ გვერდით მომუშავე თანამშრომლების უსაფრთხოების დაცვის და პრევენციის მიზნით, კომპანიამ შეამოწმა მათი მდგომარეობა.

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისპრიორიტეტია თითოეული თანამშრომლისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა“, – აცხადებენ კომპანიაში.



ავტორი: სალომე ჩადუნელი