მთავარი თემა

პროკურატურა სააკაშვილისთვის შიდა პატიმრობას ითხოვს

ანჯელინა ჯოლი: - "არ შეშინდეთ, რომ ციხეში მოვხვდებით - ჩვენ გვაქვს სიტყვის და აზრის გამოხატვის თავისუფლება"

14:12 12-07-2017
219

გუშინ, ლოს-ანჟელესში ჟურნალის "Hollywood Reporter" საღამო გაიმართა, რომელიც ეხებოდა იმ ქალბატონებს,  რომელთა  მიღწევებიც კინოინდუსტრიაში,   შეუმჩნეველი დარჩა.

ჟურნალ "ELLE"-ს ინფორმაციით, ღონისძიებაზე, ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი, ანჯელინა ჯოლის სიტყვით გამოსვლა იყო. მსახიობმა, კომენტარი ქალთა უფლებების დაცვას მიუძღვნა. მან ყველა ქალს მოუწოდა, რომ საზოგადოების წინაშე თავიანთი პოზიციები დააფიქსირონ და ."ნუ შეშინდებიან, რომ სიმართლე თქვან":

- "ჩვენ ყველამ ბრწყინვალედ ვიცით, რომ ჩვენს სფეროში, უამრავი პრობლემებია, ჩვენ ვართ თანასწორუფლებიანები, ბევრი რამ გვაქვს შესაცვლელი" - ამბობს ანჯელინა. 

გარდა ამისა, მსახიობმა, მოუწოდა ქალბატონებს, რომ ნუ შეუშინდებიან ცხოვრებას, განსაკუთრებით, იმ დროს როცა მათთვის მნიშვნელოვან ფილმზე მუშაობენ. 

"ჩვენ არ უნდა ჩავრგოთ საკუთარი თავი ქვიშაში. არ შეშინდეთ და არ იფიქროთ იმ საკითხზე, რომ ფილმებისთვის, რომლებსაც ჩვენ ვქმნით, ციხეში მოვხვდებით. ჩვენ გვაქვს, სიტყვის და ოცნების, ჩვენი იდეების გამოხატვის  თავისუფლება" - ამბობს ანჯელინა. 

ანჯელინას თაყვანისმცემლებმა, აღნიშნეს, რომ მსახიობი ბრწყინვალედ გაოიყურება. ღონისძიებაზე, ჯოლი, მაქმანებიანი კაბაში პოზირებდა, რომელიც მის ფიგურას, კიდევ უფრო ხაზს უსმევდა. მაგრამ, მისი ფანატების აზრით,  ანჯელინას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, რაც მის სიგამხდრეს უკავშირდება. როგორც ჩანს, მსახიობს, არ აღელვებს მისი სიგამხდრე, რაც მის ჩაცმის სტილში გამოიკვეთება.  

 

ავტორი: რუსა ღვანიძე