მთავარი თემა

პროკურატურა სააკაშვილისთვის შიდა პატიმრობას ითხოვს

უბნის ინსპექტორები, რა თქმა უნდა, ვერ ჩაერთვებიან სკოლაში წესრიგის დამყარებაში - შს მინისტრი

14:10 12-07-2017
17

შს მინისტრის გიორგი გვახარიას განცხადებით, სკოლის პატრულირებაში უბნის ინსპექტორები არ ჩაერთვებიან.

ამის შესახებ შს მინისტრმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინცინდენტის გარსემო განვითარებულ ცვლილებებთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა. 

„სამწუხაროდ, კრიმინალური პოლიცია, რომლის ნაწილსაც შეადგენს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი დღეს ეს საჭიროებს სტრუქტურულ  რეფორმებს და ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ. ამიტომ იმ სახით, რა სახითაც დღეს ჩვენ გვაქვს ე.წ. უბნის ინსპექტორები, რა  თქმა უნდა, ვერ ჩაერთვებიან სკოლაში წესრიგის დამყარებაში. ეს სხვა ამოცანებია, სხვა ფსიქოლოგიური პორტრეტის ადამიანებია“,-განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი: ლილუ მიროტაძე