სანამ ეს ტრაგიკული ფაქტი მოხდებოდა, ორი კვირით ადრე რამდენიმე სკოლასთან პატრულირება დაწყებული იყო - გიორგი გახარია

14:00 12-07-2017
22

შს მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინცინდენტამდე ორი კვირით ადრე, შს სამინისტროში გადაწვეტილება იყო მირებული, რომ რამდენიმე სკოლასთან პატრულირება დაწყებულიყო.

ამის შესახებ გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"სანამ ეს სამწუხარო  და ტრაგიკული ფაქტი მოხდებოდა, უკვე დაახლოებით ორი კვირით ადრე საპატრულო პოლიცია და შინაგან საქმეთა სამინისტროში მივიღეთ გადაწყვეტილება და რამდენიმე ეკიპაჟი რამდენიმე სკოლასთან თბილისის, ეს იყო თუ არ მეშლება დაახლოებით 80-85 სკოლა, პატრულირება უკვე დაწყებული იყო ტრაფიკის, დილის საათებში მძიმე ტრაფიკის დარეგულირების მიზნით და მშობლების და ბავშვების დასახმერბლად მშობლების წვდომაზე.სამწუხაროდ მოხდა ის, რაც მოხდა და ჩვენ ახლა უფრო სერიოზულად ვუდგებითამ თემას. შესაბამისად, მაქსიმალურად სწრაფად ვეცდებით მიღებულმა გადაწყვეტილებებმა გაზარდოს ეფექტურობა მანდატურების სამსახურის და შემდეგ პატრულის როლი აქ შეიცვლება. გვესმის, როცა ამბობენ, რომ არ არის პოლიციის ადგილი სკოლაში და ვეთანხმებით, პოლიციის ადგილი სკოლაში არის მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც ხდება სამართალდარრვეა, რომლის პრევენციაზეც უნდა იმუშაოს პოლციამ, სკოლაში უნდა იყოს მანდატურის სამსახური, მაგრამ მას უნდა ჰქონდეს კარგი სამუშაო კომუნიკაცია, აწყობილი  შესაბამის უწყერბებთან შსს-ში. საუბარია მთელი ქვეყნის მანდატუერების სისტემაზე", - განაცხადა მინისტრმა. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე