მთავარი თემა

პროკურატურა სააკაშვილისთვის შიდა პატიმრობას ითხოვს

სამწუხაროდ მანდატურების სამსახურსა და შშს-ს შორის ბმის გაწყვეტა მოხდა, რამაც ხარისხზე იმოქმედა - შს მინისტრი

13:55 12-07-2017
79

შს მინისტრი გიორგი გახარია ფიქრობს, რომ დღეს ხელისუფლების ამოცანა მანდატურების ნდობის გაზრდაა.

როგორც გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სამწუხაროდ, მისი იერარქიული სტრუქტურა ცოტა შეცვლილი იყო, რამაც როგორც ჩანს ხარისხზე იმოქმედა.

"ჩვენი ძირითადი ამოცანა დღეს არის მანდატურების ნდობის ზრდა. შეიქმნა სამუშაო ჯგუფი და მათი მთავარი ამოცანაა, რომ მანდატურები სამსახური იყოს მაქსიმალურად ეფექტური. სამწუხაროდ, რაღაც მომენტში მოხდა მანდატურების სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ბმის გაწყვეტა. სამწუხაროდ, მისი იერარქიული სტრუქტურა ცოტა შეცვლილი იყო, რამაც როგორც ჩანს ხარისხზე იმოქმედა, ამიტომ, სასწრაფოდ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც გაზრდის მანდატურების ეფექტიანობას. მანამდე სანამ ეს მოხდება, საპატრულო პოლიცია მაქსიმალურად იქნება მობილიზებული და შესაძლებელ რესურს მოახმარს იმას, რომ სკოლაში უსაფრთხოების ზომები დაცული იყო",- განაცხადა გახარიამ.

ავტორი: ლილუ მიროტაძე