მთავარი თემა

პროკურატურა სააკაშვილისთვის შიდა პატიმრობას ითხოვს

აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ, იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას, მსოფლიო ლიდერების უკმაყოფილება გამოიწვია

13:36 12-07-2017
44

 

ტრამპის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა პალესტინის ლიდერი მაჰმუდ აბასი,რომელმაც მკაცრად გააკრიტიკა დონალდ ტრამპის გადადგმული ეს ნაბიჟი.

”იერუსალიმი პალესტინის სახელმწიფოს სამარადისო დედაქალაქია… ის გაუძლებს ცვლილებების ნებისმიერი ინიციატივას,” განაცხადა პალესტინის ლიდერმა მაჰმუდ აბასმა.

პალესტინის ლიდერს მიაჩნია, რომ აშშ-მ მსგავსი გადაწყვეტილებით უარი თქვა სამშვიდობო პროცესში მონაწილეობაზე. “აშშ-მ ამ ნაბიჯით უარი თქვა სამშვიდობო პროცესში მონაწილეობაზე, რაც სამწუხაროდ ოკუპაციის პროცესს წააქეზებს და  გამოიწვევს დაპირისპირებას რელიგიური მხარეებს შორის“ - აცხადებს აბასი.

ისრაელის პრემიერმა აშშ-ის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას ისტორიული უწოდა და დონალდ ტრამპს "მამაცი და სამართლიანი" გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა.

აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირეს გერმანიის, დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის მთავრობებმაც. მათი პოზიციაა, რომ იერუსალიმის სტატუსი უნდა განისაზღვროს ორი სახელმწიფოს შექმნის სტრატეგიის ფარგლებში და ისრაელი-პალესტინის მოლაპარაკებების შედეგად. გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის განცხადებით, ის ყოველთვის ეწინააღმდეგება ცალმხრივ ზომებს, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ისრაელისა და პალესტინელების კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებას.

ტრამპის გადაწყვეტილება ასევეე გააპროტესტეს არაბულ ქვეყნებშიც,საუდის არაბეთი აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას “უსამართლოს და უპასუხისმგებლოს“ უწოდებს. 

სტამბოლში მანიფესტანტები შტატების საკონსულოსთან შეიკრიბნენ და ისრაელის დროშა დაწყვეს. აქციის მონაწილეები ანტიამერიკულ და პალესტინის მხარდასაჭერ ლოზუნგებს სკანდირებდნენ. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტრამპის გადაწყვეტილებას უპასუხისმგებლო უწოდა.

გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა განაცხდა,რომ თეთრი სახლი იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარებს. დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ისრაელში აშშ-ის საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაინაცვლებს.

აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ხვალ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება.

ინფორმაციას  NBC NEWS - ი ავრცელებს.

ავტორი: ნათია ნადირაშვილი