მანდატურების სამსახური გაძლიერდება და მჭიდრო კავშირი ექნება საპატრულო პოლიციასთან- მიხეილ ჩხენკელი

13:24 12-07-2017
50

განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სკოლებში მანდატურის სამსახურის ფუნქციები შეიცვლება.

როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მანდატურების სამსახურის გაძლიერება იგეგმება. 

"მანდატურების საკითხი ზოგადად, გადაიხედება, მოხდება ფუნდამენტური შესწავლა, გაძლიერდება და რაც მთავარია, მჭიდრო კავშირი დამყარდება მანდატურებსა და საპატრულო პოლიციას შორის", - განაცხადა მინისტრმა. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე