მთავარი თემა

პროკურატურა სააკაშვილისთვის შიდა პატიმრობას ითხოვს

მიშა გააძევებს პოროშენკოს, თუ პოროშენკო მიშას

13:09 12-07-2017
89

 

მიხამაიდანზეფსონებს დებენ

კიევი ორად არ არის გაყოფილი. პოროშენკოს პოლიტიკით თითქმის ყველა უკმაყოფილოა, თუმცა, ეს სულაც არ მატებს სააკაშვილს პოლიტიკურ ქულებს. ის შემოსაზღვრულ ტერიტორიაზეა და მის საპროტესტო აქციას მიხამეიდანს ეძახიან.

ამ ორთაბრძოლამ შესაძლოა შეიწიროს როგორც პოროშენკო, ისე სააკაშვილი. ახლა ძალოვანები ცდილობენ აბუნტებული ოდესის ყოფილი გუბერნატორი დააკაონ. ვარაუდობენ, რომ მას ჰოლანდიაში დეპორტაციას გაუკეთებენ. როგორც ერთ-ერთმა ჟურნალისტმა თქვა, იცხოვორს იქ საკუთარ ოჯახთან ერთად.

ერთ-ერთ ინტერვიუში სააკაშვილმა ასეთ მოლოდინებს ძალიან კონკრეტულად უპასუხა: „და რა უნდა ვაკეთო ჰოლანდიაში? იქ მოვკვდები.“

და სანამ ხელისუფლება საკუთარ გეგმებს აწყობს, სააკაშვილი ცდილობს პოროშენკოს იმპიჩმენტის მოწოდებით რაც შეიძლება მეტი ხალხი მიიმხროს და ხელისუფლებაში მოვიდეს. და თუმცა, მიშა მუდმივად ამტკიცებს, რომ მას პოლიტიკური თანამდებობა უკრაინაში არ სურს, მისი თანამებრძოლი დავით საყვარელიძე სააკაშვილის პოლიტიკურ ინტერესებთან დაკავშირებით ასეთი თავდაჯერებული არ არის. ის ამბობს, რომ პროცესი ლიდერს თავად გამოკვეთავს და ის იქნება უკრაინის პირველი პირი.

მიხამაიდანზემოელიან, რომ პოროშენკო იანუკოვიჩის მსგავსად გაიქცევა. ვარაუდობენ რომ ის მოლოდვაში გადავა და მას ოლიგაქრი მეგობარი ვლადიმერ პლახოტნიუკი შეიფარებს.

ავტორი: ნათია ნადირაშვილი