მთავარი თემა

პროკურატურა სააკაშვილისთვის შიდა პატიმრობას ითხოვს

რეჯეფ თაიფ ერდოღანი დონალდ ტრამპის განცხადებას გმობს - "ეს თემა ქრისტიანებსაც ეხება"

12:49 12-07-2017
871

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შესახებ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას გმობს. ეროდაღანის განცხადებით, ეს თემა არამარტო მუსლიმებს ეხება, არამედ ქრისტიანებსაც.  

„მე განვაგრძობ სატელეფონო მოლაპარაკებებს იერუსალიმის საკითხზე ტრამპის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ასევე ვაწარმოებ მოლაპარაკებებს დასავლელ ლიდერებთან, რომის პაპთანაც. ასევე ვისაუბრებ ამ თემაზე ვლადიმერ პუტინთან. ეს თემა მხოლოდ მუსლიმებს არ ეხება. ეს თემა ქრისტიანებსაც ეხება“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. 

მისი თქმით, ტრამპი ამ მეთოდით მთელი რეფიონის შენღრევას ახდენს და ამგვარი ნაბიჯები რეგიონისთვის ანთებული ასანთის ტოლფასია. 

„შეუძლებელია იმის გაგება, თუ რისი თქმა სურდა ტრამპს ამ გადაწყვეტილებით. ის ახლა მიქსერის როლს თამაშობს და მთლიანად რეგიონის შენჯღრევას ახდენს. ისრაელი წმინდა ადგილია მუსლიმებისთვის, ქრისტიანებისთვის და ებრაელებისთვის. ამგვარი ნაბიჯი განსაკუთრებით ამ რეგიონისთვის ანთებული ასანთის ტოლფასია. ლიდერებმა არა კონფლიქტების პროვოცირება, არამედ მშვიდობის დამყარება უნდა მოახდინონ. თუ ტრამპი მიიჩნევს, რომ ის ასეთი ძლიერია და ამიტომაც მართალია, მაშინ ის ცდება. ძლიერი მართალს არ ნიშნავს“, - დასძინა ერდოღანმა.