მთავარი თემა

პროკურატურა სააკაშვილისთვის შიდა პატიმრობას ითხოვს

ოთარ კახიძე: თუ ხელისუფლება ვანო მერაბიშვილს არ გაათავისუფლებს, სახელმწიფოს სანქციები დაემუქრება

12:37 12-07-2017
138

 

 

,,თუ ჩვენ არ გვინდა საქართველოს ხელისუფლების უკანონო მოქმედებებმა ქვეყნის ინტერესები დააზიანოს, უნდა მოუწოდოთ ხელისუფლებას უზრუნველყოს მერაბიშვილის დაუყოვნებელი გადავისუფლება სასჯელაღსრულებითი სისტემიდან“, - ეს განცხადება ,,ევროპული საქართველოს“ ლიდერმა ოთარ კახიძემ  მერაბიშვილის საქმეზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ოთარ კახიძემ ჟურნალისტებს გააცნო აზერბაიჯანის მოქალაქე ილგარ მამადოვის საქმეზე სტარსბურგის გადაწყვეტილება, რაც მისი თქმით, ვანო მერაბიშვილის საქმის იდენტურია.

მამადოვის შემთხვევაშიც, მსგავსად მერაბიშვილისა, სტრასბურგის სასამართლომ მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა, რის საფუძველზეც ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, აზერბაიჯანს მამადოვის გათავისუფლებისკენ მოუწოდა და რეზოლუცია გამოსცა, რომელიც 5-7 დეკემბრით თარიღდება.

,,ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, რომელიც გახლავთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს აღმასრულებელი ორგანო გამოსცა რეზოლუცია. რეზოლუცია ეხება აზერბაიჯანის მოქალაქე ილგარ მამადოვს მის საქმეზე დადგინდა მე-18 მუხლის დარღვევა, ისევე როგორც ვანო მერაბიშვილის საქმეზე და მინისტრთა კომიტეტი აზერბაიჯანის ხელისუფლებას განმცხადებლის უპირობო და დაუოვნებლივ გათავისუფლებას თხოვს. ილგარ მამადოვი ვანო მერაბიშვილის მსგავსად ციხეში იმყოფება 2013 წლის პირველი ნახევრიდან, მას ვანო მერაბიშვილის მსგავსად 2014 წელს გამოუტანეს გამამტყუნებელი განაჩენი. მაგრამ მიუხედავად ამისა მინისტრთა კომიტეტი მიუთითებს, რომ მე-18 მუხლის დარღვევის შემთხვევაში ყველა განმცხადებელი თავისუფლდება და მოუწოდებს აზერბაიჯანის ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს. ეს არის მოწოდება საქართველოს ხელისუფლების მიმართაც იმიტომ რომ ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდმა პალატამ, უფრო მაღალი ლეგიტიმაციის სასამართლომ, დაადგინ, რომ ხელისუფლება იყენებდა მის პატიმრობას პარტიის თავმჯდომარეზე ინფორმაციის მიღების მიზნით.“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

ოთარ კახიძე მიიჩნევს, რომ ეს არის მოწოდება საქართველოს ხელისუფლებისადმი, გაათავისუფლოს ვანო მერაბიშვილი. წინააღმდეგ შემთხვევაშიც კი გადაწყვეტილების გამოცხადებიდან სამი თვის ვადაში ევროსაბჭოს მინისტრთა კაბინეტი მოთხოვს საქართველოს ხელისუფლებას გაათავისუფლოს პატიმრობიდან ვანო მერაბიშვილი.

,, ეს არის ავტომატური მოწოდება მამადოვის მაგალითზე საქართველოს ხელისუფლებას, რაც გულისხმობს დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას.  ადამიანის უფლების ევროპული სასამართლო გათავისუფლებას არ ითხოვს გათავისუფლებას ითხოვს მინისტრთა ომიტეტი. მერაბიშვილის საქმეზეც ასე იქნება გადაწყვეტილების გამოტანიდან სამ თვეში“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

მისი განმარტებით, თუ საქართველოს ხელისუფლება ვანო მერაბიშვილი მინისტრთა კომიტეტის  მოთხოვნის საფუძველზე არ გაათავისუფლებს, ეს შელახავს ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო ასპარეზზე.

,, თუ ამას არ გააკეთებს მაშინ სახელმწიფოს დაემუქრება სანქციები და პოლიტიკურ შურისძიებას და ბოღმას არ უნდა შეეწიროს ქვეყნის ინტერესები, მაგალითად ევროსაბჭოდან გაარიცხვა“- განაცხადა ოთარ კახიძემ.

  

ავტორი: სალომე ჩადუნელი