ფეხბურთის ფედერაცია მსაჯის გარდაცვალებაზე გამოძიებასთან ითანამშრომლებს

12:32 12-07-2017
24

ქართველი მსაჯის, ილია ტუღუშის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია განცხადებას ავრცელებს და მწუხარებას გამოთქვამს, ასევე უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს:

„მოგეხსენებათ, 6 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია ქართველი მსაჯის - ილია ტუღუშის ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ. ილია ტუღუში 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მსაჯობდა საქართველოს ჩემპიონატის ასაკობრივ პირველობებსა და სხვადასხვა ლიგებს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კიდევ ერთხელ, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნულის გამო და უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ახლობლებსა და სრულიად საფეხბურთო სამყაროს.

გვსურს, მკაფიოდ დავაფიქსიროთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნულ ფაქტზე ითანამშრომლოს სამართალდამცავ უწყებებთან და ამასთან, ვიმედოვნებთ, რომ ეს შემთხვევა უმოკლეს ვადაში იქნება გამოძიებული“, - ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ფოთში, სანაპიროს მიმდებარე ტერიოტირაზე ქართველი მსაჯის ცხედარი იპოვეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.