მთავარი თემა

პროკურატურა სააკაშვილისთვის შიდა პატიმრობას ითხოვს

საქართველოს საკონსულო ტყის მასშტაბური ხანძრის გამო, კალიფორნიაში მცხოვრები ქართველებისთვის განცხადებას ავრცელებს

12:01 12-07-2017
206

ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულო კალიფორნიის ტყეში გაჩენილი ხანძრის გამო, კალიფორნიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

”კალიფორნიის შტატში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. ადგილობრივი ხელისუფლება გუშინდელი დღიდან აცხადებს საევაკუაციო გეგმებს. კალიფორნიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ: გთხოვთ შეასრულოთ ადგილობრივი ხელისუფლების გაფრთხილებები. საჭიროების შემთხვევაში თავშესაფრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ მიმართოთ Red Cross-ის ცხელ ხაზს - 866-272-2237 ან დაგვიკავშირდით გენერალურ საკონსულოს Facebook გვერდზე ან შემდეგ ტელეფონზე 212-922-1722. 

ადგილზე არსებული მდგომარეობისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ იხილოთ შემდეგ ვებ გვერდზე. http://emergency.lacity.org/skirball-fire” - ნათქვამია განცხადებაში. 

კალიფორნიაში ტყის ხანძარმა წყნარი ოკეანის მიმდებარე ტერიტორიებს მიაღწია. ამერიკული მედიის ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების სამსახურის 24-საათიანი მუშაობის მიუხედავად, ცეცხლი სულ უფრო და უფრო მასშტაბური ხდება. 

სტიქიის დაწყებიდან დღემდე უსაფრთხოების მიზნით 200 ათასზე მეტი მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა