მთავარი თემა

პროკურატურა სააკაშვილისთვის შიდა პატიმრობას ითხოვს

გვჭირდება საუბარი ჩვენს შვილებთან, კიდევ ერთხელ უნდა მოვუსმინოთ მათ - პრემიერი ხორავას ქუჩაზე მომხდარ ინცინდენტზე

10:42 12-07-2017
35

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილო მთავრობის სხდომის დაწყებსას ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. 

პრემიერის თქმით, მთავარია ახლა იქნას გააზრებული ის ფონი, რაც არის შექმნილი, საზოგადოების დამოკიდებულება, თვითონ ბავშვებს შორის დაძაბულობის ფონი. 

"მინდა კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო იმ ტრაგედიას, რომელიც თბილისში დატრიალდა და რომელმაც ორი ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. ძალიან დიდი ტრაგედიაა და ყველანი შეძრულები ვართ ამით, მაგრამ მთავარია ახლა გავაანალიზოთ ის ფონი, რაც არის შექმნილი, საზოგადოების დამოკიდებულება, თვითონ ბავშვებს შორის დაძაბულობის ფონი. ალბათ, გარკვეული ზომებია მისაღები და დამეთანხმებით, რომ ეს ზომები არ არის რომელიმე ერთი უწყების მხრიდან და თუნდაც მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების მხრიდან მისაღები. ჩვენ გვჭირდება, რომ კომპლექსურად გავაანალიზოთ ეს საკითხი და დროის მინიმალურ პერიოდში შევძლოთ, რომ ერთობლივად გავატაროთ ის ზომები, რომელიც პირველ რიგში, თავიდან აგვაცილებს ასეთ რამეს, პრევენციას მოახდენს, მაგრამ უფრო სიღრმისეულად შევხედოთ მიზეზებს, თუ რატომ ხდება ასეთი უბედურება ჩვენს ქვეყანაში. 

რა თქმა უნდა, ტრაგედიის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია ბევრ მიზეზზე ვისაუბროთ. ერთი რამ არის ცხადი სახელმწიფო პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მაგრამ მთლიანად საზოგადოებამ უნდა ისაუბროს ახალგაზრდებთან. ჩვენ უნდა გავიგოთ მათი დამოკიდებულება, უდნა გავიგოთ მათი აზრი, როგორ უყურებენ ისინი ამ პრობლემა, რას ფიქრობენ, არამხოლოდ იმაზე, რომ ასეთი ძალადობა არ მოხდეს, არამედ მთლიანად იმ პრობლემებზე, რომელიც ჩვენი საზოგადოების, ოჯახების წინაშე დგას. ამიტომ, მხოლოდ და მხოლოდ ახლაგზრდებთან საუბრით შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნები და დავსახოთ სამომავლო სტრატეგიები. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა, პირველ რიგში, განათლების მინისტრს ვთხოვო მაქსიმალურად მოკლე პერიოდში გავააქტიუროთ საუბარი ახალგაზრდებთან, გამოვიტანოთ სწორი დასკვნები. რა თქმა უნდა, სახელმწიფომ უნდა მიიღოს ყველა ზომა იმისთვის, რომ მათ შორის, სამართალდამცავების კუთხით, რომ ასეთი ტრაგედია არ განმეორდეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეფექტურად იმუშავა პროკურატურასთან ერთად და მემგონი, ყველას გაუქრა ეჭვი იმის თაობაზე, რომ ვინმე შეიძლებოდა ამ ტრაგედიის მერე დაუსჯელი დარჩენილიყო. კიდევ ერთხელ ვამბობ, მთავარი მაინც ისაა, რომ მომავლისთვის ჩვენ შევიმუშაოთ სწორი გზები, რომ ასეთი ტრაგედია თავიდან ავიცილოთ. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვჭირდება ტომებად დაწერილი სტრატეგიები, რომელიც შეიძება არასდროს განხორციელდეს. ჩვენ გვინდა ახლავე გარკვეული ზომებსი მიღება იმისთვის, რომ სკოლა, მისის ტერიტორია იყოს დაცული და იმისთვის, რომ მშობლებს არ ეშინოდეთ სკოლაში ბავშვების გაშვება. იმისთვის, რომ ეს პრობლემა გადავჭრათ ჩვენ გვჭირდება საუბარი ჩვენს შვილებთან და მეტად უნდა მოვუსმინოთ მათ",- განაცხადა კვირიკაშვლმა. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე