მთავარი თემა

პროკურატურა სააკაშვილისთვის შიდა პატიმრობას ითხოვს

ბენიამინ ნეთანიაჰუ: აშშ-ს პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება მშვიდობის უზრუნველყოფას ემსახურება

10:39 12-07-2017
70

„ეს ისტორიული დღეა", - ასე გამოეხმაურა ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ტრამპის მერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას. 

,,იერუსალიმი ებრაელი ხალხის დედაქალაქია 3,000 წლის განმავლობაში. იერუსალიმი ჩვენი იმედების, ჩვენი ოცნებების ცენტრი იყო 3,000 წლის განმავლობაში. ჩვენ ღრმად მადლობელები ვართ აშშ-ს პრეზიდენტის მამაცი და სამართლიანი გადაწყვეტილებისთვის, იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიაროს და იერუსალიმში აშშ-ს საელჩოს გახსნის მომზადებასთან დაკავშირებით. აშშ-ს პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება მშვიდობის უზრუნველყოფას ემსახურება. ეს მშვიდობისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. არ იქნება მშვიდობა, თუ ის არ მოიცავს იერუსალიმს, როგორც ისრაელის სახელმწიფოს დედაქალაქს. მშვიდობის მოყვარულ ყველა ქვეყანას მოვუწოდებ, შეუერთდნენ აშშ-ს იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებაში და მათი საელჩოების იერუსალიმში გადმოტანაში“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა. შეერთებული შტატების პრეზიდენტი ქვეყნის საელჩოს თელავივიდან იერუსალიმში გადატანასაც გეგმავს.

„მოვიდა დრო, იერუსალიმი ოფიციალურად იყოს აღიარებული ისრაელის დედაქალაქად“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

მან ასევე განკარგულება მისცა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს, ისრაელში აშშ-ის საელჩოს იერუსალიმში გადატანის მომზადების თაობაზე

საერთაშორისო გაერთიანების აზრით, ტრამპის ნაბიჯი რეგიონში მწვავე კონფლიქტებს გამოიწვევს. პალესტინელები კი უკვე საპროტესტო აქციებს მართავენ და ამერიკის დროშებს წვავენ.