მთავარი თემა

პროკურატურა სააკაშვილისთვის შიდა პატიმრობას ითხოვს

ქართველი მსაჯი მალთაყვის ნაძვნარში გარდაცვლილი იპოვეს

19:35 12-06-2017
2802

„გურია თუდეის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, ლანჩხუთისა და ფოთის საზღვარზე, მალთაყვაში, ზღვისპირას არსებულ ნაძვნარში გარდაცვლილი იპოვეს ქართველი მსაჯი ილო ტუღუში, რომელიც ეროვნული ჩემპიონატის მატჩებს ემსახურებოდა, მათ შორის, მთავარ ლიგაშიც.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, იგი ცოტა ხნით ადრე, ერთ-ერთ სასტუმროში შენიშნეს, თუმც ამ ინფორმაციას ვერ ვაზუსტებთ.

ილო ტუღუში ცხოვრობდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათში, რომელიც მალთაყვიდან მინიმუმ 15-20 კილომეტრითაა დაშორებული.

რატომ აღმოჩნდა ქართველი მსაჯი მალთაყვაში, როცა ახლა არც საკურორტო დროა და საფეხბურთო სეზონიც დასრულებულია, ძნელი სათქმელია.

უკავშირდება თუ არა თვითმკვლელობა პროფესიულ საქმიანობას, ამ დეტალების გარკვევას ახლა ჩვენი ჟურნალისტები ცდილობენ.

ამ დროისთვის, რაც ჩვენთვის ცნობილია, ისაა, რომ გარდაცვლილის ცხედარი ქუთაისში, პროზექტურაშია გადასვენებული და მას ექსპერტიზა უტარდება.

წყარო: http://guriatoday.ge