მთავარი თემა

პროკურატურა სააკაშვილისთვის შიდა პატიმრობას ითხოვს

სასჯელაღსრულების სამინისტროს პასუხი დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალდებაზე

17:16 12-06-2017
194

სასჯელაღსრულების სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ არ ეძლევა შესაძლებლობა დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომ დაესწროს ე.წ. მატროსოვის ციხის ეზოში არსებულ ეკლესიაში ღვთისმსახურებას.

"პენიტენციური დაწესებულება, რომელშიც განთავსებულია დეკანოზი გიორგი მამალაძე, წარმოადგენს დახურული ტიპის დაწესებულებას. აღნიშნულ დაწესებულებაში ბრალდებულები/მსჯავრდებულები რელიგიურ რიტუალებს აღასრულებენ საკუთარ საკნებში და დადგენილი წესის მიხედვით აქვთ შესაძლებლობა შეხვდნენ სასულიერო პირებს. შესაბამისად, მსჯავრდებულ გიორგი მამალაძეს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად შესაძლებლობა აქვს შეხვდეს სასულიერო პირებს, ისარგებლოს შესაბამისი საკულტო საგნებითა და შესაბამისი ლიტერატურით",- აცხადებენ სამინისტროში.

რაც შეეხება განცხადების იმ ნაწილს, სადაც ის რელიგიურ შესამოსელზე საუბრობს, უწყება განმარტავს, რომ N9 პენიტენციური დაწესებულების დებულებით უსაფრთხოებისა და სარეჟიმო მოთხოვნების დაცვის აუცილებლობიდან გამომდინარე დეტალურად და ამომწურავად არის დადგენილი ჩამონათვალი იმ პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, კვების პროდუქტებისა და სხვა ნივთების, რომლებიც შესაძლებელია ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა ამანათის სახით მიიღოს, შეინახოს და გამოიყენოს კანონიერად. აღნიშნული ჩამონათვალი არ ითვალისწინებს რელიგიური შესამოსელის გადაცემის და გამოყენების შესაძლებლობას.

შეგახსენებთ, რომ დღეს სააპელაციო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმის სასმართლო სხდომაზე მსჯავრდებულმა გიორგი მამალაძემ პენიტენციური დაწესებულება მისი რელიგიურ დისკრიმინაციაში დაადანაშაულა.