მთავარი თემა

პროკურატურა სააკაშვილისთვის შიდა პატიმრობას ითხოვს

პარლამენტის წევრის თქმით, გაზრდილი ბიუჯეტი წინასაარჩევნოდ გამოთქმულ დაპირებებს მოხმარდება

17:01 12-06-2017
10

საქართველოს პარლამენტის წევრის ნინო წილოსანის განცხადებით, 2018 წლის გაზრდილი ბიუჯეტი სწორედ იმ პრიორიტეტების განხორციელებას მოხმარდება, რომლებიც კალაძის წინასაარჩევნო დაპირებებში იყო ჩამოთვლილი.

"ქალაქის მთავარი ტრანსპორტით - მეტროთი გადაადგილება უფრო მოხერხებული იქნება :ახალი ბიუჯეტით მოდერნიზდება მეტროს ვაგონები, რაც მგზავრობას უფრო კომფორტულს გახდის და გაიზრდება მეტროს ვაგონების რიცხოვნობა, რაც ლოდინის ინტერვალსაც შეამცირებს და უფრო მეტი მგზავრის გადაყვანასაც უზრუნველყოფს.

ამასთან ერთად, წინა წლებთან შედარებით 3-ჯერ იზრდება თანხები დედაქალაქის გამწვანებისთვის, რადგან სწორედ მწვანე ინფრასტრუქტურაა თბილისელების ერთ-ერთი მთავარი დაკვეთა. სოციალური და ინფრასტრუქტურული მიმართულებებით მეტი თანხის მობილიზება და ქალაქის თვითმმართველობის სწორი აქცენტები მალე თვალნათლივ მოიტანს დადებით შედეგს.

კალაძის პირველი სამუშაო წელი - დამატებით მობილიზებული 60 მლნ ლარი და მაქსიმალური აქცენტი თბილისისა და თბილისელების პრიორიტეტებზე", - ნათქვამია წილოსანის განცხადებაში.