მთავარი თემა

პროკურატურა სააკაშვილისთვის შიდა პატიმრობას ითხოვს

ე.წ. ციანიდის საქმის პროცესი სააპელაციო სასამართლოში 20 დეკემბერს განახლდება

15:47 12-06-2017
18

ე.წ. ციანის საქმის მომდევნო სასამართლო პროცესი სააპელაციო სასამართლოში 20 დეკემბერს გაიმართება.

დღევანდელ პროცესზე რამდენიმე შუამდგომლობის განხილვა მოესწრო. მოსამართლეთა კოლეგიამ ნათია ბარბაქაძის თავმჯდომარეობით, დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა პროცესის დახურვასთან დაკავშირებით, იმ არგუმენტით, რომ დაცული ყოფილიყო საქმეში მყოფი პირების პირადი ცხოვრება.

დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა მოწმის ირაკლი ფირცხალავას ხელმეორედ დაკითხვის შესახებ, თუმცა მოსამართლეებმა ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილეს იმ მიზეზით, რომ ირაკლი ფირცხალავას ჩვენება უკვე არსებობს საქმეში. გარდა ბრალდების და დაცვის მხარისა, შუამდგომლობა ჰქონდა დაყენებული მესამე დამოუკიდებელ პირს, სასამართლოს მეგობარ ნონა თოდუას იმის თაობაზე, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე მისი მეცნიერული დასკვნა დაედოს საქმეს. მოსამართლეთა კოლეგიამ აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, შემდეგ სხდომაზე ისინი სახალხო დამცველის მიერ მომზადებული დასკვნის მტკიცებულებად დართვის შუამდგომლობას დააყენებენ.