მთავარი თემა

პროკურატურა სააკაშვილისთვის შიდა პატიმრობას ითხოვს

სააპელაციო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმის განხილვა დაიხურა

14:21 12-06-2017
44

სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე ე.წ. ციანიდის სასამართლო პროცესი დაიხურა. ამის გადაწვეტილება საქმის მოსამართლეთა კოლეგიამ მიიღო, რომელთა შემადგენლობაში არიან: მურმან ისაევი, მანუჩარ კაპანაძე და ნათია ბარბაქაძე. მოსამართლეთა კოლეგიამ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის არგუმენტები იმის თაონაზე, რომ საქმეში არ არსებობს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები. კოლეგიის თავმჯდომარემ, ნათია ბარბაქაძემ განაცხადა, რომ საქმეში მართლაც არსებობს მასალები, რომლებიც შეიცავს პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციას და ეს ეხება ძირითადად სასულიერო პირებს. სწორედ ამიტომ პირადი უსაფრთხოებისა და პირადი ცხოვრების დაცვის მიზნით მოსამართლეთა კოლეგიამ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა პროცესის დახურვასთან დაკავშირებით. 

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი