უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ ის ზეწოლის მსხვერპლია- გიორგი მამალაძე

13:36 12-06-2017
4942

ქვეყანაში სიმართლის დამტკიცება და თავისუფლების მოპოვება ბერა ივანიშვილის მიერ დაწერილ სტატუსზეა დამოკიდებული. ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულმა, დეკანოზმა, გიორგი მამალაძემ სააპელაციო სასამართლოში განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანას ჰყავს მთავარი პროკურორი, რომელიც იყო ბრალმდებელი უკანონოდ და უსამართლოდ დასჯილი ბატონი გვიაჩიანის და მოლაშვილისა.

„სამწუხაროდ, მე დღეს დასჯილი ვარ არა დანაშაულის გამო, არამედ იმისთვის, რომ მისმა უწმინდესობამ ჩემი თანამდებობაზე დანიშვნით, ცალკეულ პირებს შეუზღუდა ეკლესიის ქონებებში უხეში ჩარევა. სამწუხაროა მაგრამ ფაქტია, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ ის ზეწოლის მსხვერპლია. სახალხო დამცველს აკრიტიკებენ, რადგან მან ციანიდის საქმეზე თქვა, რომ მართლმსაჯულება არ აღსრულდა. ქვაყანაში სიმართლის დამტკიცება და თავისუფლების მოპოვება ბერა ივანიშვილის მიერ დაწერილ სტატუსზეა დამოკიდებული. ჩვენ გვყავს მთავარი პროკურორი, რომელიც უკანონოდ და უსამართლოდ დასჯილი ბატონი გვიჩიანის საქმიდან დაწყებული, მოლაშვილის საქმით დამთავრებული, ბრალმდებელი იყო“- განახადა გიორგი მამალაძემ.

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი