მთავარი თემა

პროკურატურა სააკაშვილისთვის შიდა პატიმრობას ითხოვს

დავით რაქვიაშვილი: ამ მოვლენებში უზრუნველყოფილი უნდა იყოს სააკაშვილის ფიზიკური დაცულობა

14:58 12-05-2017
32

ამ მოვლენებში პრეზიდენტ სააკაშვილის ფიზიკური დაცულობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს- ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა "რუსთავი 2"-ს სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განუცხადა. 

"ამ წუთებში კიევში მიმდინარე პროცესები ბუნებრივია არის უკრაინის შიდა პოლიტიკური პროცესები, რომელზეც ჩვენ კომენტარს ვაკეთებთ. ამავდროულად მოვლენების ეპიცენტრში იმყოფება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, შესაბამისად ეს გარემოება განსაკუთრებულ დატვირთვას აძლევს ამ მოვლებს და ვიმედოვნებთ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ფიზიკური დაცულობა იქნება უზრუნველყოფილი" - განაცხადა რაქვიაშვილმა.