მთავარი თემა

პროკურატურა სააკაშვილისთვის შიდა პატიმრობას ითხოვს

მთელი ცივილიზებული სამყაროს წინაშე მიმდინარეობს მართლსაწინააღმდეგო ქმედება - იულია ტიმოშენკო სააკაშვილის დაკავებაზე საუბრობს

14:02 12-05-2017
92

ორი რევოლუციის შემდეგ, მასობრივი რეპრესიების შემდეგ, მთელი ცივილიზებული სამყაროს წინაშე მიმდინარეობს მართლსაწინააღმდეგო ქმედება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ," - ეს განცხადება პარტიაბატკივშჩინასლიდერმა იულია ტიმოშენკომ მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით გააკეთა.

უკრაინის პარტიაბატკივშჩინასლიდერმა იულია ტიმოშენკომ რადას დეპუტატებს მიმართა.

იულია ტიმოშენკომ მიმართა ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელობას, გენერალურ პროკურორს, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობას მივიდნენ რადაში, რათა მოისმინონ ახსნა-განმარტება სააკაშვილის დაკავების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე.

 

როდესაც მასთან შეცვივდნენ სახლში, არ უშვებდნენ ადვოკატებს, არ უშვებდნენ დეპუტატებს, აიძულეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი ასულიყო სახურავზე და მთელი ცივილიზებული სამყაროს წინაშე რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ის აპირებდა სახურავიდან გადმოხტომას, რადგანაც ეს იყო მისი პროტესტი იმ პოლიტიკური მოქმედების წინააღმდეგ, ჩვენ აქ უნდა  ვიყოთ, გვერდით დავუდგეთ საქართველოს ექსპრეზიდენტს. არავის აქვს უფლება, რომ მთელი ცივილიზებული სამყაროს წინაშე პრაქტიკულად განახორციელოს პოლიტიკური ტერორი, რომელიც დღეს გახდა უკრაინის სახე. შევთანხმდით, ერთობლივ შეხვედრაზე, რათა შევხვდეთ 14:00 საათზე,“ - განაცხადა ტიმოშენკომ.