მთავარი თემა

პროკურატურა სააკაშვილისთვის შიდა პატიმრობას ითხოვს

თუ სააკაშვილი მოხვდება საქართველოში, ამის შედეგს თავის თავზე მალევე იწვნევენ ის ადამიანები, რომლებიც ჩვენ ხარჯზე ფუფუნებაში ცხოვრობენ - ზაზა ბიბილაშვილი

12:49 12-05-2017
92

თუ სააკაშვილი მოხვდება საქართველოში ამის შედეგს თავის თავზე ძალიან მალე იწვნევს ივანიშვილი და ის ადამიანები, რომლებიც ჩვენ ხარჯზე ფუფუნებაში ცხოვრობენ - ასე ეხმაურება  "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზაზა ბიბილაშვილი მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაკავებას.

მისი შეფასებით, ხელისუფლება ცხოვრობს ფუფუნებაში მაშინ, როდესაც ერთი თეთრით არ იზრდება პენსია და იმისათვის, რომ ასეთი ცხოვრება გააგრძელონ, უნდათ, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში მთავარი ანტირუსული პოლიტიკოსის, ამ ფრონტის ლიდერის მიხეილ სააკაშვილის იზოლირება.

"მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკოსი რომელმაც შექმნა ყველა ის ინსტიტუტი, რომელიც ამ მოღალატეობრივი ძალის მიუხედავად მაინც ფუნქციონირებს, დღეს ჩვენ გვყავს ხელისუფლება რომელიც არის კანონიერი ქურდების რუსი ჯაშუშების და საერთაშორისო ტერორისტების მფარველი. ამ ადამიანებს თუ რამე რცხვენიათ, მე მხოლოდ მეამაყება რადგან ეს არის მოღალატეების და კორუფციული ინტერესების გამტარებელი ხელისუფლება. სამჯერ გააგზავნა ხელისუფლებამ ექსტრადირების მოთხოვნა და სამჯერვე მიიღო უარი მარტივი მიზეზის გამო, რადგან ბავშვისთვისაც ნათელია, რომ ამ მოთხოვნის უკან იკვეთებოდა პოლიტიკური დაკვეთა.

​ამის შემდეგ შეიცვალა მხოლოდ ის, რომ ივანიშვილი და პოროშენკო შეეკრნენ ერთმანეთს, რომ საკუთარი ოლიგარქიული ინტერესები გადაერჩინათ, საკუთარი ბიზნესი გადაერჩინათ, საკუთარი კორუმპირებული და კრიმინალური კლანი გადაერჩინათ და ეს ხდება უკრაინელი და ქართველი ხალხის ზურგს უკან და მათი ინტერესების ხარჯზე. 

ხელისუფლება ცხოვრობს ფუფუნებაში მაშინ, როდესაც ერთი თეთრით არ იზრდება პენსია და იმისათვის, რომ ასეთი ცხოვრება გააგრძელონ, უნდათ, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში მთავარი ანტირუსული პოლიტიკოსის, ამ ფრონტის ლიდერის მიხეილ სააკაშვილის იზოლირება",- განაცხადა ბიბილაშვილმა.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ექსტრადირებას, ზაზა ბიბილაშვილი ამბობს, რომ ის ყველანაირი სცენარისთვის მზად არის.

"მე არ მინდა სპეკულირება იმაზე, თუ რა მოხდება, მაგრამ ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს მოვლენებს და ყველანაირი სცენარისთვის მზად ვართ. მე დარწმუნებული ვარ ხალხის ნებას წინ ვერ აღუდგება ვერც ერთი კრიმინალი, ვერცერთი ოლიგარქი და ვერცერთი ოლიგარქის მონა. თუ სააკაშვილი მოხვდება საქართველოში ამის შედეგს თავის თავზე ძალიან მალე იწვნევს ივანიშვილი და ის ადამიანები, რომლებიც ჩვენ ხარჯზე ფუფუნებაში ცხოვრობენ",- განაცხადა ბიბილაშვილმა.

ცოტა ხნის წინ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დააკავეს. მიხეილ სააკაშვილი ეჭვმიტანილია ისეთი ქმედებების განხორციელებაში, რომელიც ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. ამის შესახებ, სააკაშვილის ადვოკატმა ოლეგ ხალაბალამ განაცხადა. ბრალდებას ოდესის ყოფილ გუბერნატორს პროკურატურა წარუდგენს. როგორც ითქვა უკრაინის შსს მხოლოდ ჩხრეკის ოპერაციაშია ჩართული. 

ავტორი: ლიზი არსოშვილი