მთავარი თემა

პროკურატურა სააკაშვილისთვის შიდა პატიმრობას ითხოვს

პროკურატურის მიერ დაკავებულთა შორის ერთ-ერთი მირზა სუბელიანის ქვისლია - "არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმე"

11:10 12-05-2017
3262

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით პროკურატურამ ხუთი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

"პრაიმტაიმის" ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული თენგიზ კალანდია პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის ქვისლია. ამავე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით, ასვევ პასუხისგებაში მიეცა თენგიზ კალანდიას ორი შვილი - მ.კ და ლ.კ, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე, ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მათი დაკავება არ მომხდარა. 

თავად თენგიზ კალანდია შსს-ში მუშაობდა, თუმცა ბოლო პერიოდში ის კადრების განკარგულებაში იყო გადაყვანილი. 

რასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით სულ პასუხისგებაში ხუთი პირი მიეცა. აღნიშნულ საქმეში მოწმის სტატუსით ფიგურირებს პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის არასრულწლოვანი ვაჟიც. თავად სუბელიანმა ამ ფაქტის შემდეგ მთავარ პროკურორს გათავისუფლების მოთხოვნით მიმართა.