ვიდეოები

1713782289

VIDEO: რა ვითარებაა გერმანიაში, სადაც ძლიერი თოვის გამო პრობლემები შეიქმნა

გერმანიის რეგიონების ნაწილში ძლიერმა თოვამ გზებზე ქაოსი გამოიწვია. ამის შესახებ euronews-ი წერს.გამოცემის ინფორმაციით, ბავარიასა და ჰესეში თოვლის საფარის სისქემ 10 სანტიმეტრს მიაღწია. იქიდან გამომდინარე, რომ მძღოლები უკვე ზაფხულის საბურავებზე არიან გადასულები, გზებზე არაერთი ინციდენტი დაფიქსირდა. ჰესენში ჩამოვარდნილი ხეების გამო რამდენიმე მსხვილი გზა დაიბლოკა. 

დიდთოვლობა გერმანიაში

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

ქათმის ფილე

საზოგადოება 1713932525

ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოვლინდა.გავრცელებული განცხადების თანახმად, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქათმის ხორცის მწარმოებელს შპს „სიფუდ გრუპ თელავს“ საწარმოო პროცესი შეუჩერა და 1000 ლარით დააჯარიმა.ამავე ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა საზოგადოებრივი კვების ობიექტში – პიცერია „TASHIR PIZZA GEORGIA“-ში (ს/კ 400016647; ფაქტობრივი მისამართი: ქალაქ თბილისი, რუსთაველის გამზ. N2/4) გაყინული ქათმის მკერდის ფილეს ნიმუშები აიღეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგად გამოვლინდა პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა, სეროტიპი – Salmonella typhimurium.„პიცერიაში ჩატარდა ინსპექტირება, რომლის შედეგად დადგინდა, რომ ქათმის გაყინული ფილეს მიმწოდებელია შპს „სიფუდ გრუპ თელავი“ (ს/კ 431167364, მის: თელავის რაიონი, სოფ. კისისხევი, მწარმოებელი შპს QINGDAO CHIA TAI CO., LTD, ქარხნის კოდი 3700/03262).სააგენტომ შპს „TASHIR PIZZA GEORGIA“-ს ყველა ფილიალს დაავალა დარჩენილი სურსათის პარტიის აღრიცხვა და აღნიშნული მიმწოდებლისგან სურსათის მიღების დროებით შეზღუდვა, ხოლო შპს „სიფუდ გრუპ თელავს“ აეკრძალა აღნიშნული სურსათის (გაყინული ქათმის მკერდის ფილე, დამზადების თარიღი: 07.12.2023 წ. ვარგისიანობის ვადა: 06.06.2025 წ.) ბაზარზე განთავსება და დაევალა ბაზარზე უკვე განთავსებული სურსათის ამოღება, პარტიებად დასაწყობება, რაოდენობის აღრიცხვა და მიღებული ზომების თაობაზე სააგენტოს დაუყოვნებლივ ინფორმირება, ასევე უმოკლეს ვადაში იმ ბიზნესოპერატორების საიდენტიფიკაციო მონაცემების გადაცემა, ვისაც მიაწოდა აღნიშნული სურსათი.„გარდა ამისა, სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს უფლებამოსილმა პირებმა შპს „სიფუდ გრუპ თელავიდან“ აიღეს გაყინული ქათმის მკერდის ფილეს ნიმუშები. ლაბორატორიული კვლევის შედეგად ხუთივე ნიმუშში აღმოჩნდა პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა, სეროტიპი – Salmonella typhimurium.აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „სიფუდ გრუპ თელავს“ შეუჩერდა საწარმოო პროცესი და დაჯარიმდა 1000 ლარით “სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის” 66-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად.სალმონელოზი ბაქტერიოლოგიური ეტიოლოგიის ზოონოზური დაავადებაა, რომელიც ადამიანს სურსათისგან, განსაკუთრებით ხორცისა და მისგან დამზადებული პროდუქტისგან გადაეცემა.დაავადების გამომწვევი სალმონელები მიეკუთვნებიან ენტერობაქტერიების ოჯახს და სალმონელების გვარს, რომელიც 2500-ზე მეტ სეროვარს მოიცავს, უმრავლესობა პათოგენურია როგორც ადამიანისთვის, ისე ცხოველებისა და ფრინველებისათვის.სალმონელოზის პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია სურსათის წარმოების მთლიან ჯაჭვში (სასაკლაო, ხორცისა და ხორცის პროდუქტების გადამამუშავებელი, სარეალიზაციო და საზკვების ობიექტები) წარმოების და ჰიგიენის სანიმუშო პრაქტიკის დანერგვა“. – აღნიშნულია სურსათის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რიკოთი

საზოგადოება 1713932348

რიკოთის ძველ გვირაბში შეზღუდვები დაწესდება

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში (ძველი გვირაბი), პროფილაქტიკური და დასუფთავების სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2024 წლის 24 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით  01:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა სავალი ნაწილის ერთ ზოლზე რევერსულად განხორციელდება.დროის აღნიშნულ პერიოდში, საავტომობილო გზის სურამის კვანძი-ზესტაფონის (კმ132-კმ200) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

რკინიგზა

საზოგადოება 1713932064

საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა, ბათუმისა და ფოთის მიმართულებით, დამატებით რეისებს ნიშნავს.რკინიგზა დამატებული რეისების მოძრაობის განრიგს აქვეყნებს.“ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ჩვენი ვებგვერდის საშუალებით; სწრაფი გადახდის აპარატებით; საქართველოს რკინიგზის სალაროებში; საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით”, – აღნიშნულია რკინიგზის ინფორმაციაში.

ზურიკო დავითაშვილი

საზოგადოება 1713931891

ზურიკო დავითაშვილმა „ბორდოს“ შემადგენლობაში მორიგი გოლი გაიტანა

 ზურიკო დავითაშვილი წარმატებულ სერიას აგრძელებს. ქართველმა ფეხბურთელმა „ბორდოს“ შემადგენლობაში მორიგი გოლი გაიტანა, ხოლო მისმა გუნდმა „დიუნკერკი“ 2:0 დაამარცხა.საფრანგეთის ლიგა 2-ის 34-ე ტურის მატჩში „ბორდომ“ მეტოქეს საკუთარ სტადიონზე უმასპინძლა და უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვა. 38-ე წუთზე მასპინძლები სლოვენიელმა, ზან ვიპოტნიკმა დააწინაურა.მეორე ტაიმი ერთი წუთის დაწყებული იყო, როდესაც ზურიკო დავითაშვილმა გოლი გაიტანა. ქართველი ფეხბურთელი საჯარიმოში მარცხენა ფლანგიდან შევიდა და ეფექტური დარტყმით მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო.აღსანიშნავია, რომ საბერძნეთთან ევრო 2024-ის პოლეი ოფის მატჩის შემდეგ გუნდში დაბრუნებულმა დავითაშვილმა 5 მატჩში 3 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა.„ბორდომ“ 34 ტურის შემდეგ 44 ქულა დააგროვა და საფრანგეთის ლიგა 2-ში მე-14 ადგილზეა.

ნინი

ტაბლოიდი 1713903416

„პროექტიდან მინდა გასვლა, გამიყვანეთ...“ - რა მოხდა ,,პრამ ჰაუსში“

ნინი გიგაურმა მაზანასთან კონფლიქტის გამო ემოციები ვერ შეიკავა და ატირდა.„პროექტიდან მინდა გასვლა, გამიყვანეთ, ვის ამასხარავებინებთ თავს, საერთოდ აღარ მინდა აქ ყოფნა...“, - ამბობს ნინი გიგაური. ნინის პროექტიდან წასვლა სალომე ბარათაშვილმა გადააფიქრებინა.