მთავარი თემა

პროკურატურა სააკაშვილისთვის შიდა პატიმრობას ითხოვს

მელანია ტრამპის საშობაო დეკორაციებს სოციალურ ქსელში სახალისო გამოხმაურებები მოჰყვა

13:40 11-30-2017
431

შობა სოციალურ ქსელში მელანია ტრამპის დახმარებით ნაადრევად დადგა. საშობაო დეკორაცია, რომელიც თეთრ სახლში პირველი ლედის გემოვნებით გაკეთდა, ზოგს მოეწონა, ზოგი აღფრთოვანდა, ზოგმა კი შარჟისთვისაც გამოიყენა. 

გთავაზობთ, რეაქციებს, რომელიც სოციალურ ქსელში თეთრი სახლის საშობაო დეკორაციებს მოჰყვა. 

 აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის დიზაინით, პრეზიდენტის რეზიდენცია, შობის დღესასწაულისთვის მორთეს. მელანიამ, ფეისბუქის გვერდზე, ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. რომელიც თეთრ სახლში გამართულ საშობაო ტრადიციების 200 წლისთავს ეძღვნება.

ყველაზე დიდი სიმაღლის ნაძვის ხე, რომელიც ტელეკომპანია "ВВС"-ის  წევრებს მიუძღვნეს, ლურჯ ოთახში მოათავსეს. მისი სიმაღლე 5,5 მ-ია.
თეთრი სახლის პრეზიდენტის რეზიდენცია, 53 ნაძვის ხის დეკორაციებით მორთეს, რომელსაც 18 ათასი ფანარი, 12 ათასი სათამაშო, 3 ათასი ბაფთა და 300 მეტრი სიგრძის გირლანდი ამშვენებს.
 
როგორც  საინფორმაციო პორტალი "ამერიკის ხმა" იუწყება, ამერიკის პრეზიდენტის რეზიდენციის დეკორაციების აწყობაში, 29 ქვეყნის, 150 მოხალისე მონაწილეობდა, რომლებიც, 1600 საათი მუშაობდნენ.   
 

 

ავტორი: სალომე ჩადუნელი