ვიდეოები

1713782289

VIDEO: რა ვითარებაა გერმანიაში, სადაც ძლიერი თოვის გამო პრობლემები შეიქმნა

გერმანიის რეგიონების ნაწილში ძლიერმა თოვამ გზებზე ქაოსი გამოიწვია. ამის შესახებ euronews-ი წერს.გამოცემის ინფორმაციით, ბავარიასა და ჰესეში თოვლის საფარის სისქემ 10 სანტიმეტრს მიაღწია. იქიდან გამომდინარე, რომ მძღოლები უკვე ზაფხულის საბურავებზე არიან გადასულები, გზებზე არაერთი ინციდენტი დაფიქსირდა. ჰესენში ჩამოვარდნილი ხეების გამო რამდენიმე მსხვილი გზა დაიბლოკა. 

დიდთოვლობა გერმანიაში

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

ნათლობა

საზოგადოება 1714025392

არ დაუშვათ ტრაგიკული შეცდომა - ვინ და რატომ არ უნდა მონათლოს ბავშვები

ბავშვის ნათლობა მნიშვნელოვანი და ძალიან საპასუხისმგებლო ნაბიჯია. ბავშვის ნათლია, როგორც წესი, ოჯახის ნათესავი ან ახლო მეგობარია, რომელიც ჰპირდება შვილს მხარდაჭერას და გაზრდას, თუ მშობლებს რამე დაემართება. თუმცა, ეს მშვენიერი ზიარება შეიძლება საბედისწერო შეცდომად იქცეს.რატომ არ შეიძლება გაუთხოვარმა ქალმა პირველი მონათლოს გოგონა?მიზეზი, რის გამოც გოგონას პირველი შვილი ვერ მოინათლება, არის ის, რომ ამ შემთხვევაში ქალი რისკავს მარტო დარჩენას. ითვლება, რომ პატარა გოგონა მთელ ბედნიერებას წაართმევს და შესაძლოა გოგონას ბედიც კი წაიღოს. ნათლიად იდეალური ვარიანტი იქნება ბედნიერი გათხოვილი ქალი.თუმცა, ეს არ არის ერთადერთი გამონაკლისი.ნახეთ, ვინ არ უნდა მონათლოს გოგონა:არაქრისტიანები;ეკლესიის მსახურები;მიმღები მშობლები, მამინაცვალი და დედინაცვალი.თუ კარგად გავითვალისწინებთ მიზეზს, რის გამოც ქალს არ შეუძლია პირველი გოგონას მონათვლა, მივალთ დასკვნამდე, რომ ეს აკრძალვა არ ეხება მამაკაცებს.ვინ არ შეიძლება იყოს ბიჭის ნათლია?მამრობითი სქესის შვილის ნათლობაზე ნაკლები შეზღუდვებია. მაგრამ ამ შემთხვევაშიც არის სია, ვინც არ შეიძლება ნათლიად იქნას მიღებული:შენი მშობლები;მათი ბავშვები;მეუღლე;ძმა ან და.ეს აკრძალვები არსებობს პოტენციური ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად და ამ ნათესავებთან ურთიერთობაში ჰარმონიის შესანარჩუნებლად.თუ ამდენი აკრძალვაა, მაშინ ვინ შეიძლება იყოს ბიჭის ნათლია? ბიჭის ნათლია შეიძლება იყოს მისი ოჯახის წევრი, ოჯახის ახლო მეგობარი ან ვინმე, რომელსაც მშობლები ამ როლისთვის შესაფერისად მიიჩნევენ.ვინაიდან მეგობრებისა და ნათესავების წრე საკმაოდ შეზღუდულია, ბევრს აინტერესებს შესაძლებელია თუ არა 2-ჯერ იყო ნათლია. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ცრურწმენა, რომ განმეორებით რიტუალს შეუძლია პირველი ნათლულისგან „ჯვრის ამოღება“, ამას არაფერი აქვს საერთო რეალობასთან. იმდენი ნათლული გყავს, რამდენიც გინდა.

ჯეიკ სალივანი

ომი უკრაინაში 1714024320

ჯეიკ სალივანი „ატაკამსის“ ტიპის რაკეტების უკრაინისთვის გადაცემას ადასტურებს

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი ადასტურებს აშშ-ის მიერ „ატაკამსის“ ტიპის რაკეტების უკრაინისთვის საიდუმლოდ გადაცემას. ამის შესახებ სალივანმა ბრიფინგზე განაცხადა.„შემიძლია, დაგიდასტუროთ, როგორც უკვე სხვებისგან გსმენიათ, რომ თებერვალში აშშ-ის პრეზიდენტმა გასცა ბრძანება, უკრაინისთვის გარკვეული რაოდენობის „ატაკამსის“ ტიპის რაკეტები მიგვეწოდებინა მათსავე სუვერენულ ტერიტორიაზე გამოსაყენებლად. რაკეტების გადაცემა დაიწყო მარტში და სამხედრო დახმარების პაკეტში შედიოდა. „ატაკამსები“ უკრაინაში უკვე ჩავიდა“, – განაცხადა სალივანმაშეგახსენებთ, მანამდე „როიტერმა“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-მა უკრაინას „ატაკამსის“ ტიპის რაკეტები საიდუმლოდ გადასცა. რაკეტები 12 მარტს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ დამტკიცებულ 300 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტში შედიოდა. უკრაინამ კი რაკეტები ბრძოლის ველზე 17 აპრილს, ოკუპირებულ ყირიმზე თავდასხმისას გამოიყენა.

giorgi kipshidze

საზოგადოება 1714024168

„მინდა შევცვალო რაღაცები, იმათ ჯინაზე, ვისაც არ სჯერა ჩემი“ - გიორგი ყიფშიძე

მსახიობი, გიორგი ყიფშიძე "ნიკოლოზის რუბრიკაში" გულახდილად საუბრობს."მინდა რომ რადიკალურად შევცვალო რაღაცები, იმათ ჯინაზე, ვისაც არ სჯერა ჩემი. ბავშვობაში სულ სხვანაირი ვიყავი, მორიდებული, გაკვეთილის მოსაყოლად არ გავდიოდი, მსახიობობაზე არც მიფიქრია",- ამბობს გიორგი ყიფშიძე. 

ზუკა ხუციშვილი

ტაბლოიდი 1714024140

“დიდი სურვილი მაქვს რომ მშობიარობაზე მის გვერდით ვიყო…” - ზუკა ხუციშვილი

 ზუკა ხუციშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ მეუღლის ფეხმძიმობის და შვილის მოლოდინის შესახებ საუბრობს.ფეხმძიმე მეუღლეს განსაკუთრებული სურვილები აქვს, პრეტენზიული თუ გახდა?ზუკა ხუციშვილი:არა, პრეტენზიული ნამდვილად არასდროს ყოფილა და არც ახლაა. ყურადღება კი ყოველთვის საჭიროა, მანამდეც და ახლაც. ამ მხრივ, დიდად არაფერი შეცვლილა. ურთიერთობაში ყოფნის დროს, ადამიანს, ორსულად არის თუ არა ის, მე ვფიქრობ, ყურადღება არცერთ შემთხვევაში არ უნდა მოაკლო. ჩვენ სულ ვცდილობთ, ახლაც და აქამდეც, თუ რამე დასჭირდა, ყველაფერი ჰქონდეს. ახლა, რა თქმა უნდა, არის დღეები, როცა შედარებით რთულია, თავს ისე კარგად ვერ გრძნობს, როგორც უნდა, რომ იყოს და ყველანაირად ვცდილობ, რამდენადაც შესაძლებელია, ეს მდგომარეობა შევუმსუბუქო, რომ დისკომფორტი არ შეექმნას. რამის მოტანა იქნება, დახმარება თუ, უბრალოდ, მის გვერდით ყოფნა და ყურადღების გამოჩენა, ამას არ აქვს მნიშვნელობა – რაც სჭირდება კონკრეტულ მომენტში, იმას ვაკეთებ. ვფიქრობ, რომ ოჯახში სიყვარულისა და ერთმანეთზე ზრუნვის გარდა არც არაფერი უნდა იყოს.ზამთარში რომ საზამთროს და ალუჩას ითხოვენ, ასეთი სურვილებიც არის?უცნაურია, მაგრამ პირიქით, ნაკლებად ჭამს. თუმცა, რაღაცების მიღება არ შეიძლება და ზუსტად ის ენატრება, რისი ჭამაც ეკრძალება. საერთოდ, როგორც წესი, რასაც გიკრძალავენ ის გინდება (იცინის). თუმცა, ისეთი განსაკუთრებული, რაც არ იშოვება, არ მონდომებია. პირიქით, მე ვაძალებ ხოლმე, რომ რამე ჭამოს ან დალიოს.მშობიარობაზე დასწრებას ხომ არ აპირებთ?მეც დიდი სურვილი მაქვს და ჩემს მეუღლესაც, რომ მშობიარობაზე მის გვერდით ვიყო. ეს რთული მომენტია და ამ დროს მამა გარეთ როგორ უნდა იყოს, არ ვიცი, მაგრამ ინდივიდუალურია, ვისაც სურვილი აქვს და შეუძლია, მეუღლის გვერდით უნდა იყოს. მე დიდი სურვილი მაქვს. ძალიან სანერვიულოა, მაგრამ როცა იცი, რის გამოც აკეთებ ამას, შემართებაც გემატება. ქალს ემოციურადაც და ფიზიკურადაც უდიდესი პასუხისმგებლობა აქვს და ჩემგან რომ მხოლოდ ამას მოითხოვენ, რა თქმა უნდა, იქ ვიქნები. მთავარი ქალის ფიზიკური და ემოციური კარგად ყოფნაა. ამიტომ, მეც იქ ვიქნები, რომ ყველანაირად მხარი დავუჭირო.

ესპანეთის პრემიერი

მსოფლიო 1714023889

ესპანეთის პრემიერის, პედრო სანჩესის ცოლის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით გამოძიება დაიწყო - სანჩესმა მოვალეობის შესრულება შეწყვიტა

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა საჯარო მოვალეობების შესრულება შეიჩერა, - ამის შესახებ BBC-ი წერს.მედიის ცნობით, ამის მიზეზია სანჩესის მეუღლე ბეგონა გომესი, რომელიც კორუფციაშია ეჭვმიტანილი. შესაბამისმა უწყებამ საქმის გამოძიება უკვე დაიწყო.პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მისი მეუღლე დაიცავს საკუთარ უფლებებს და ითანამშრომლებს სასამართლო სისტემასთან. ბეგონა გომესის წინააღმდეგ საჩივარი ანტიკორუფციულმა მოძრაობამ შეიტანა. პედრო სანჩესი 29 აპრილს განაცხადებს, დატოვებს თუ არა პრემიერის თანამდებობას.ფოტო:bbc