მთავარი თემა

პროკურატურა სააკაშვილისთვის შიდა პატიმრობას ითხოვს

ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფი მცირე და საშუალო ბიზნესს 280 მილიონი ლარით დაეხმარება

15:54 11-29-2017
37

დღეს ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფთან ხელი სამ ხელშეკრულებას მოეწერა, რითაც საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის 280 მილიონი ლარი (90 მილიონი ევრო) გახდება ხელმისაწვდომი.

პირველი ხელშეკრულება "კრედო ბანკთან" გაფორმდება, რომელიც ითვალისწინებს დაახლოებით 12 მილიონი ლარის (5 მილიონი აშშ დოლარი) ღირებულების საკრედიტო ხაზის გამოყოფა მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის (სადაც 10–ზე ნაკლები ადამიანია დასაქმებული), განსაკუთრებით  რეგიონებში და ასვევე ქალი მეწარმეების დასახმარებლად. 

დანარჩენი ორი ხელშეკრულება TBC ბანკთან ფორმდება, რომელიც ითვალისწინებს დაახლოებით 240 მილიონი ლარის (80 მილიონი ევრო) გამოყოფას ინოვაციური ქართული კომპანიებისთვის მომდევნო ორი წლის განმავლობაში; ასევე, დამატებით დაახლოებით 42 მილიონი ლარის გამოყოფას (14 მილიონი ევროს) მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მცირე სესხების გასაცემად, სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად და საქართველოში ბიზნესის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად. 

ყველა ამ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი გახდა ევროკავშირის პროგრამების "ინოვფინი“ (Innovfin) და ,,ევროკავშირი ბიზნესისთვის“ (EU4Business) დახმარებით.

ორივე ხელმოწერა თბილისის 2017 წლის Belt and Road Forum–ის მიმდინარეობისას სასტუმრო "ბილტმორში" გაიმართა. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე