მთავარი თემა

პროკურატურა სააკაშვილისთვის შიდა პატიმრობას ითხოვს

საქართველოში კონცერტს ჯეიმს ბლანტი გამართავს

12:57 11-29-2017
35

საქართველოში ცნობილი ბრიტანული შემსრულებელი ჯეიმს ბლანტი ჩამოდის და ის კონცერტს დინამო არენაზე 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გამართავს. 

საქართველოში ოპერირებას იწყებს კომპანია Black Pearl Live, რომლის მიმართულებაც არის საერთაშორისო შემსრულებლების ჩამოყვანა. ორგანიზატორების თქმით, ფესტივალის საერთო ენა მუსიკაა, რომელიც ქართველ და უცხოელ მსმენელებს აერთიანებს და საშუალებას აძლევს, გახდეს მნიშვნელოვანი თარიღის მონაწილე. 

ფესტივალში ჯეიმს ბლანტის გარდა მონაწილეობას მიიღებენ სხვა შემსრულებლებიც. გვეყოლება აფრიკული ჯგუფი The Parlotones, Young Georgian Lolitaz და LOUDspeakers. 

ილეთების გაყიდვა 1 დეკემბერს 12:00 საათზე დაიწყება. ფესტივალზე დასწრების საშუალება 25 000-მეტ ადამიანს ექნება. რაც შეეხება ბილეთების ფასს, თინათინ სამყურაშვილის განცხადებით, დასაჯდომი და დასადგომი ბილეთების ფასი იქნება 120 ლარიდან 150 ლარამდე, ხოლო 10%-ზე ნაკლები არის გოლდენ რინგის ბილეთები, რომლის ღირებულება 325 ლარი იქნება.