მთავარი თემა

პროკურატურა სააკაშვილისთვის შიდა პატიმრობას ითხოვს

altaokey ქარხნული წუნის მქონე ლეპტოპს არ ცვლის!

16:06 11-24-2017
156

XXI საუკუნის მარკეტინგის პირობებში, მთელ მსოფლიოში კომპანიები გაყიდვების გაზრდას იმიჯზე ზრუნვით და მომსახურების მომხმარებელზე მაქსიმალურად მორგებით ცდილობენ, საქართველოში კი საპირისპირო მიდგომებს ხშირად წააწყდებით.

კომპანიების მხრიდან არცთუ იშვიათად აქვს ადგილი მომხმარებელთა უფლებების დარღვევას და, შესაბამისად, მომხმარებლიც ხშირად გამოთქვამს უკმაყოფილებას. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში მომხმარებელი საკუთარი უფლებების დაცვას ვერ ახერხებს. პრობლემაა ძირითადად საგარანტიო პირობების შეუსრულებლობა.

ვისაც კავშირები და შესაძლებლობა აქვს, მედიის საშუალებით ცდილობს საკუთარი უფლებების დაცვას, ნაწილი სოციალურ ქსელებში პოსტავს, ზოგი სასამართლოში ასაჩივრებს, ზოგიც მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველს მიმართვას. 2017 წლის 1-ლი ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში 60 საჩივარი/პრეტენზია შევიდა. იანვრიდან ივნისამდე კი 90 საჩივარი დაფიქსირდა.

სწორედ საგარანტიო პირობებზე დავის შესახებ უამბოპირველსერთ-ერთმა მომხმარებელმა, რომელმაც Altaok- მაღაზიათა ქსელში ნოუთბუკი შეიძინა და ხარვეზის დაფიქსირების გამო, მეორე დღესვე დააბრუნა. კომპანია ხარვეზის არსებობას უარყოფს და ნივთის უკან დაბრუნებაზე უარს აცხადებს.

აიტისპეციალისტი კოტე: Asus x541u მოდელის ლეპტოპი კომპანიის თანამშრომლისთვის გიორგი იველაშვილისთვის შევიძინეთ. ლეპტოპი 17-ში ვიყიდეთ და ოფისში 20 ნოემბერს მოიტანეს. ნოუთბუკს სისტემური ხარვეზი ორშაბათსვე აღმოაჩნდა. კერძოდ, ოპერაციული სისტემის დაყენების დროს. მეორე დღეს ხარვეზი დროებით გამოსწორდა და ნოუთბუკმა ჩვეულ რეჟიმში მუშაობა განაგრძო. იმავე დღეს, გარკვეული დროის შემდეგ, მისი ჩართვისას ისევ პრობლემა შეიქმნა. კერძოდ, ლეპტოპი ვერ ახერხებდა მასში მოთავსებული ერთ-ერთი დეტალის .. ვინჩესტერის აღქმას, რაც სერიოზული ხარვეზია. მის გარეშე ოპერატიული სისტემა ვერ ჩაირთვება. რამდენიმესაათიანი პაუზის შემდეგ ხარვეზი თავისით გამოსწორდა. იმის შიშით, რომ ხარვეზი შეიძლებოდა განმეორებულიყო, და თავის დაზღვევის მიზნით სერვისცენტრში მივიტანეთ. ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში ნივთის დასაბრუნებლად 5-დღიანი გარანტია გვქონდა. მეორე დღესვე დავაბრუნეთ და იგივე მოდელით შეცვლა ვითხოვეთ. „ალტაოკეიშიგვითხრეს, რომ მოდელის ოფიციალურ წარმომადგენლობასთანტექპოინტშიუნდა მივსულიყავით. „ტექპოინტშიდიაგნოსტიკის ვადად 3-5 დღემდე მოითხოვეს. ამ ხუთი დღის განმავლობაში უნდა დავლოდებოდით და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გვჭირდებოდა და საქმე გვიფუჭდებოდა, ლეპტოპის გარეშე ვრჩებოდით. ოთხი დღე გავიდა უკვე და გვეუბნებიან, რომ ხარვეზი ტექნიკას ხარვეზი არ აქვს, არც თანხას აბრუნებენ და არც სხვა აპარატით გვიცვლიან. ისევ იმ ლეპტოპს გვიბრუნებენ. მომხმარებელი არის უძლური - ვერაფერს უმტკიცებს და შესაძლოა, ორ დღეში იგივე ხარვეზმა იგივე პრობლემა შექმნას.

ლეპტოპის მფლობელი გიორგი იველაშვილი: მედიაჰოლდინგკლიპარტში“ მარკეტინგის მიმართულებით ვმუშაობ. კომპიუტერი დაზიანდა და სასწრაფოდ ახალი ლეპტოპი შევიძინეთ. ხარვეზი პირველივე დღეს დაფიქსირდა და მეორე დღესვე უკან დავაბრუნეთ, რის გამოც საქმის წარმოებას ვეღარ ვახერხებდი. იმედი მქონდა, რომ პრობლემა მალე მოგვარდებოდა. შევაწუხე ყველა, ავუხსენი მდგომარეობა, რომ უმარავი საქმე მაქვს შეჩერებული და პრობლემა მექმნება. ოთხი დღე გავიდე უკვე, რაც კომპიუტერის გარეშე დავრჩიდღეში რამდენჯერმე ვრეკავდი. მარკეტინგსაც კი ვესაუბრე და მან დაურეკა ქოლცენტრს, რომელიც მერე მეუბნება რომ არაფერშუაში არ არის. გუშინ მთელი დღე მწერდნენ რომ საგარანტიო პირობებს განსაზღვრავს ბრენდი. პასუხისმგებლობა მოიხსნეს. ბრენდის კომპანია მეუბნება, რომ კომპიუტერს არაფერი სჭირს და შემიძლია უკან დავიბრუნო. ეს კომუნიკაცია ჩემი განსაკუთრებული აქტიურობის გამო შედგა, დღეში რამდენჯერმე რომ არ მერეკა პასუხსაც არ გამცემდნენ. ფაქტია, რომ ამდენი დღეა კომპიუტერის გარეშე ვარ და კომპანიის მხრიდან ჩემი როგორც მომხმარებლის უფლებები სათანადოდ არ არის დაცული..არ მინდა ხარვეზიანი კომპიუტერი რომ იგივე პრობელმა არ შექმნას და ისევ საქმე არ გამიფუჭდეს. მინდა რომ შემიცვალონ რაზეც უარს ამბობენ“, - აღნიშნავს მომხარებელი.

მისი თქმით, ლეპტოპს თუ ხარვეზი არ აქვს, როგოც ისინი ამბობენ შეცვლა რა პრობლემაა, ისინი ხომ წაგებაში არ რჩებიან, რადგან არ ცვლიან ფაქტია რომ ხარვეზი ნამდვილად არის და მის გასაღებას ამ გზით ცდილობენ.

„მე თვითონ მარკეტინგის სფეროს წარმომადგენელი ვარ და ვერ ვხდები ასეთ შეცდომას როგორ უშვებენ. არაპროფესიონალური მიდგომაა, რაც კომპანიის იმიჯს სერიოზულად აზარალებს. მითუმეტეს, რომ არამგონია პირველი მომხმარებელი ვიყო ვინც ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ახალი წელი მოდის და კომპანიაში იმიჯზე და გაყიდვების გაზრდაზე თუ ზრუნავენ, ასეთი შეცდომები არ უნდა დაუშვან. სხვა ქვეყანაში სულ რომ არაფერი არ ჭირდეს ნივთს და მიიტანონ იმიჯს იმდენად უფრთხილებიან ყველაფერს აკეთებენ რომ მომხარებელი უკმაყოფილო არ გაუშვან. იმ ფონზე, როდესაც კომპანია სოლიდურ თანხებს ხარჯავს სხვადასხვა სარეკლამო კამპანიებში და მომხარებლს ხარისხიან პროდუქტს და მომსახურეობას ჰპირდება, მაღაზიაში მისული მომხმარებელი რეალურად სხვა ფაქტის წინაშე დგება. 21-ე საუკუნეა და ძალიან მალე ვრცელდება ინფრომაცია. მითუმეტეს იცოდნენ, ჩემი საქმიანობიდან გამომდიანრე მედიის ფეროსთან მქონდა კონტაქტი“, -განუცხადა „პირველს“ გიორგი იველაშვილმა.

მომხარებლთა უფლებების საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საქართველოს ყველა მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს: საქონლის, სამუშაოს, სავაჭრო, და სხვა სახის მომსახურების სტანდარტთან შესაბამისი სათანადო ხარისხი; პროდუქციის უსაფრთხოება; სათანადო ინფორმაცია პროდუქციის რაოდენობაზე, ხარისხსა და ასორტიმენტზე; არასათანადო ხარისხის მქონე და ან მომხმარებლის სიცოცხლისა და ჯანმრელობისათვის, აგრეთვე მისი ქონებისათვის საზიანო პროდუქციით მიყენებული ზარალის ანაზღაურება; საკუთარი უფლებების დაცვა სასამართლოსა და შესაბამისი რწმუნების მქონე სახელმწიფო ორგანოს მიერ; მომხმარებელთა კავშირებში და საზოგადობებში გაერთიანება.

PS

 

რამდენიმე წუთის წინ მომხმარებელმა გიორგი იველაშვილმა ნოუთბუქი, რომელსაც, ალტას წარმომადგენლების მტკიცებით პრობლემები არ აქვს, ოფისში მოიტანა. ნოუთბუქი კვლავ არ ჩაირთო. ქვემოთ იხილეთ ვიდეო.

 

https://www.youtube.com/watch?v=yh8SJdps68M

 

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე