მთავარი თემა

პროკურატურა სააკაშვილისთვის შიდა პატიმრობას ითხოვს

პრეზიდენტის მრჩეველი საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდებს, სახალხო დამცველის შერჩევისას, ყველა კანდიდატს მოუსმინოს

15:55 11-24-2017
20

პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში კახა კოჟორიძე საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდებს ახალი სახალხო დამცველის შერჩევისას მოუსმინოს ყველა კანდიდატს და ეს ღია, ჯანსაღი, კონკურენტული პროცესი მისცემს შესაძლებლობას პარლამენტს ამ უმნიშვნელოვანეს კონსტიტუციურ თანამდებობაზე საუკეთესო კანდიდატი შეარჩიოს. 

,,როგორც ცნობილია უმრავლესობა აპირებს სახალხო დამცველის ერთი კანდიდატი დაასახელოს, თუმცა უნდა ითქვას, რომ ჯანსაღი კონკურენცია არის ყოველთვის კარგი და ამიტომ კარგი იქნება თუ დასახელდება რამდენიმე კანდიდატი უმრავლესობის სხვადასხვა ფრაქციის მხრიდან, ეს ჩვენი კანონმდებლობით არის შესაძლებელი. 

ეს პარლამენტს მისცემს, იმის შესაძლებლობას, რომ მოუსმინოს რამდენიმე კანდიდატს, საზოგადოებამ გაიგოს მათი ხედვები ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე და  მთლიანობაში ცხადია ეს ღია, ჯანსაღი პროცესი, კონკურენტული პროცესი მისცემს შესაძლებლობას პარლამენტს, რომ ამ უმნიშვნელოვანეს კონსტიტუციურ თანამდებობაზე საუკეთესო კანდიდატი შეარჩიოს",  - განაცხადა კახა კოჟორიძემ

ავტორი: ლილუ მიროტაძე