როგორ აღნიშნეს ვარსკვლავებმა მადლიერების დღე

15:45 11-24-2017
237

ცნობილია, რომ "მადლიერების დღე", არის დღესასწაული, რომელსაც უმეტესად აშშ-სა და კანადაში აღნიშნავენ. ტრადიციულად, მას ნოემბრის ბოლო ხუთშაბათს, ზეიმობენ, რომელიც მოსავლის აღების შემდეგ, ღვთისადმი მადლიერების გამოხატვას ნიშნავს. მიუხედავად რელიგიური წარმომავლობისა, ამჟამად, მადლიერების დღე, საერო დღესასწაულად ითვლება, ამ დღეს ოჯახები და მეგობრები იკრიბებიან და ერთად მიირთმევენ, ტრადიციულ კერძებს. სუფრას, აუცილებლად ინდაური უნდა ამშვენებდეს. მადლიერების დღეს, გასაჭირში მყოფ ადამიანებსაც ეხმარებიან.

წელს, მადლიერების დღე, 24 ნოემბერს გაიმართა. ვარსკვლავებმა, ინსტაგრამზე გამოაქვეყნეს ფოტოები, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორ და სად გაატარეს ტრადიციული დღესასწაული:

კიმ კარდაშიანი, გვენ სტეფანი, ივანკა ტრამპი, და სინდი კლოუფორდი, ინსტაგრამზე,  მადლიერების დღისადმი მიძღვნილ, ოჯახურ ფოტოებს ავრცელებენ. ბრიტნი სპირსმა და რიზ უიზერსპუნმა, სადღესასწაულო ვახშამის ფოტო ატვირთა,  ნაომი კემპბელმა, არქივის ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მოდელი ტკბილეულით სავსე მაგიდაზე, ქვედა საცვლებში პოზირებს. ვიქტორია ბექჰემმა, უნიკალური კადრი გაავრცელა, სადაც დიზაინერი, ინდაურის ფორმის კოსტიუმში პოზირებს. ემილი რატაკოვსკიმ კი, ინსტაგრამზე, საცურაო კოსტიუმში გადაღებული ფოტო ატვირთა. 

იხ. ფოტოკოლაჟი:

 

ავტორი: რუსა ღვანიძე