ტერორიზმის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს

15:44 11-24-2017
62

ტერორიზმის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატის იმედა ქარქაშაძის განცხადებით, დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. მისი თქმით, საქმეში საკმაარისი მტკიცებულებები არ არის. 

,,საქმის მასალებიდან ერთი მტკიცებულებაც არ არის იმისა, რომ ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს კავშირი აქვს ტერორისტულ ორგანიზაციასთან", - განაცხადა იმედა ქარქაშაძემ. 

ის  დამატებით ინფორმაციას ბრალდებულის შესახებ არ ასაჯაროვებს, ბრალდებულის სურვილის გათვალისწინებით. 

სპეცოპერაციის დროს დაკავებულ ტერორიზმში ეჭვმიტანილს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე სასამართლოს  გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში აპირებს. 

მომდევნო სასამართლო პროცესი 16 იანვარს ჩაინიშნა.