ვიდეოები

1711697183

VIDEO: ლევან შენგელიას პირველი კომენტარი დაშავების შემდეგ

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ლევან შენგელია გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ საქართველო-საბერძნეთის მატჩზე დაშავების შემდეგ, პირველ კომენტარს აკეთებს და მადლობას უხდის გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის.ლევან შენგელია აცხადებს, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები გერმანიაშიც მაქსიმალურად დაიხარჯება, რათა ქართველ გულშემატკივარს კიდევ ერთხელ მიანიჭოს ბედნიერება.„მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს მოთმინებისა და იმედისთვის, რომლითაც სტადიონზე მოვიდნენ. ელოდებოდნენ ჩვენგან ამ დიდ სიხარულს, რაც შევძელით და საქართველოს ნაკრები გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას. მინდა ყველას ვთხოვო, რომ რაც შეიძლება მაქსიმალური რაოდენობა გვყავდეს გულშემატკივრების სტადიონზე. ჩვენ მაქსიმალურად დავიხარჯებით გერმანიაშიც, რომ ჩვენმა ქვეყანამ და გულშემატკივარმა კიდევ ერთხელ იზეიმოს“, – აცხადებს ლევან შენგელია. 

ლევან შენგელია

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

ლიანა შეწირული

საზოგადოება 1711715259

თბილისის კლასიკური გიმნაზიის ლეგენდარული დირექტორი ლიანა შეწირული გარდაიცვალა

გარდაიცვალა თბილისის კლასიკური გიმნაზიის ყოფილი დირექტორი ლიანა შეწირული. ლიანა შეწირული პირველ სკოლას თითქმის 50 წელი ხელმძღვანელობდა.ამ სკოლის ისტორიაში აისახა ქვეყნის ცხოვრებაში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა. ამდენად, მისი დირექტორობა განსაკუთრებული პატივი იყო. ლიანა შეწირული პირველი სკოლის(კლასიკური გიმნაზიის) ყველა თაობას განსაკუთრებულად უყვარდა.ლიანა შეწირული 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა 1711715190

გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული საზოგადოების, განსაკუთრებით, შესაბამისი დარგის წარმომადგენლების ფართო ჩართულობით - ირაკლი კობახიძე

გამჭვირვალობას და გახსნილობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული საზოგადოების ფართო ჩართულობით, განსაკუთრებით შესაბამისი დარგის წარმომადგენლების ფართო ჩართულობით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.მისივე თქმით, დღეს, სტუდენტებთან გამართული შეხვედრა არის ამის ერთ-ერთი მაგალითი.„დღევანდელი შეხვედრაც არის ამის ერთ-ერთი მაგალითი, ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც ემსახურება სტუდენტების, კურსდამთავრებულების ინტერესებს და აქაც პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ვიდრე ეს გადაწყვეტილება მიიღება, პირველ რიგში, სწორედ მათთან გავიაროთ კონსულტაციები, იმ ადამიანებთან, რომლებსაც უნდა შეეხოს ჩვენი გადაწყვეტილება. ეს არის ჩემი მოწოდება ყველა მინისტრის, თუ საჯარო ხელისუფლების ყველა წარმომადგენლის მიმართ,“- აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერი

პოლიტიკა 1711715142

პრეზიდენტი ხვდება გიორგი კალანდარიშვილს, გამოდის, რომ აღიარებს ცესკო-ს თავმჯდომარის ლეგიტიმაციას, რომელსაც უარი უთხრა წარდგენაზე - პრემიერი

ფაქტია, რომ პრეზიდენტი დღეს ხვდება სწორედ კალანდარიშვილს, მიუხედავად იმისა, რომ ის არ წარადგინა თავის დროზე პარლამენტში, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ეხებოდა, არის თუ არა ისევ „ქართული ოცნების“ რჩეული გიორგი კალანდარიშვილი იმ ფონზე, როდესაც პრეზიდენტი მის კანდიდატურას არ იწონებს.როგორც პრემიერმა აღნიშნა, მან არ იცის  იწონებს თუ არა პრეზიდენტი კალანდარიშვილის კანდიდატურად, თუმცა გამოდის, რომ სალომე ზურაბიშვილი აღიარებს ცესკო-ს თავმჯდომარის ლეგიტიმაციას, რომელსაც უარი უთხრა წარდგენაზე კომისიის გადაწყვეტილების მიუხედავად.„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სალომე ზურაბიშვილმა არ წარადგინა კალანდარიშვილი პარლამენტის წინაშე კანდიდატად მხოლოდ იმის გამო, რომ მას მხარი არ დაუჭირეს ხაბეიშვილმა, სამადაშვილმა და სხვებმა. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ რა თქმა უნდა, არავითარი საფუძველი მისი კრიტიკისთვის არ არსებობს. კალანდარიშვილმა და ცესკოს სხვა წევრებმა ჩაატარეს 2021 წლის საერთო ეროვნული არჩევნები უმაღლეს დონეზე, 0 კრიტიკა იყო, შეგახსენებთ. ამის შემდეგ იყო არაერთი შუალედური არჩევნები, რომლებიც ჩატარდა ასევე უმაღლეს დონეზე. შესაბამისად, ოპოზიციას და სალომე ზურაბიშვილს არავითარი კრიტიკის საფუძველი არ აქვთ. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, ვერაფერს გეტყვით გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ უნდა ჩატარდეს კონკურსი, შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ და  შემდეგ პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. დაველოდოთ მათ გადაწყვეტილებებს“, -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დაკავება

სამართალი 1711714829

ცოლზე ფიზიკურად იძალადა, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და წამლები დაალევინა - დაკავებულია პენიტენციური სამსახურის უფროსი ინსპექტორი

ძალადობის, მუქარისა და იძულების ფაქტებზე, დაკავებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსი ინსპექტორი პ.გ., - ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს."გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის ოქტომბრის თვეში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა, პ.გ.-მ, ქ. ზესტაფონში, სამსახურში მიაკითხა მეუღლეს, ჩაისვა ავტომანქანაში და, ეჭვიანობის ნიადაგზე, ფიზიკურად იძალადა. აღნიშნულის შემდეგ იგი დაზარალებულს ავტომანქანის დაწვით და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. იმავე დღეს, სახლში დაბრუნებისას, პ.გ-მ, მეუღლის ნების საწინააღმდეგოდ, თითქოსდა მისი დამშვიდების მიზნით, ფიზიკური ძალის გამოყენებით, რამდენიმე აბი წამალი დაალევინა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული მეუღლეზე არასრულწლოვნის თანდასწრებითაც ძალადობდა.სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებული ქალის მომართვის შემდეგ, გამოძიება მყისიერად დაიწყო და პროკურატურასთან თანამშრომლობით მოპოვებული იქნა სამართალდამცავის დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები, რის შემდეგაც სასამართლოს განჩინების საფუძველზე იგი დაკავებული იქნა", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.სამართალდამცავს ბრალდება 48 საათში წარედგინება. დანაშაული 3-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას აგრძელებს.

სოსო არჩვაძე

პოლიტიკა 1711714698

ფულადი ტრანზაქციების შემცირება და სამამულო პროდუქტის ზრდის მაღალი ტემპი ხაზს უსვამს ეკონომიკური ზრდის შიდა პოტენციალის მზარდ როლს ქვეყნის დინამიკურ განვითარებაში, რაც დიდწილად მიღწეულია ხელისუფლების რაციონალური ეკონომიკური პოლიტიკით - სოსო არჩვაძე

2024 წლის თებერვალში გრძელდებოდა საქართველოს ეკონომიკის დამაჯერებელი ზრდა - საქართველოს ეროვნული პროდუქტი 2024 წლის თებერვალში  გაიზარდა  9.5 პროცენტით და პანდემიამდელი 2019 წლის თებერვლის  მაჩვენებელს 28.8 პროცენტით გადააჭარბა. წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ეკონომიკის მატების ტემპი ყველაზე მაღალია ბოლო 14 თვის მანძილზე, - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი, სოსო არჩვაძე სოციალურ ქსელში წერს.მისი განცხადებით, აღსანიშნავია, რომ სამომხმარებლო ბაზარზე ფასების დონე ინარჩუნებდა სტაბილურობას, ასევე, ზედიზედ მეხუთე თვეა ფასები სურსათზე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მცირდება.როგორც არჩვაძე განმარტავს, ეკონომიკური ზრდის შიდა პოტენციალის მზარდი როლი დიდწილად მიღწეულია ხელისუფლების რაციონალური ეკონომიკური პოლიტიკით, ბიზნესისთვის სასურველი და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებით, ასევე სატრანსპორტო-საკომუნიკაციო როლის ზრდით."2024 წლის თებერვალში გრძელდებოდა საქართველოს ეკონომიკის დამაჯერებელი ზრდა - საქართველოს ეროვნული პროდუქტი 2024 წლის თებერვალში  გაიზარდა  9.5 პროცენტით და პანდემიამდელი 2019 წლის თებერვლის  მაჩვენებელს 28.8 პროცენტით გადააჭარბა. წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ეკონომიკის მატების ტემპი ყველაზე მაღალია ბოლო 14 თვის მანძილზე.სამომხმარებლო ბაზარზე ფასების დონე ინარჩუნებდა სტაბილურობას. წინა თვესთან იგი უმნიშვნელოდ (-0.04%) შემცირდა, ხოლო წინა წლის თებერვალთან შედარებით მხოლოდ 0.3 პროცენტით გაიზარდა. - ინფლაციის ასეთი დაბალი დონე თებერვალში ბოლო 12 წლის მანძილზე (- 2012 წლიდან) პირველად დაფიქსირდა. ამასთან, ბოლო ორწლიან პერიოდზე გაანგარიშებით, 2024 წლის თებერვლის ინფლაცია თითქმის ორჯერ დაბალია 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით (შესაბამისად, +10.0% და +19.8%).304 დასახელების საქონელ-წარმომადგენლიდან, საიდანაც იანგარიშება სამომხმარებლო ფასების ინდექსი (ინფლაცია), 2024 წლის თებერვალში  წინა წლის თებერვალთან შედარებით ფასების დონე შემცირდა 140 დასახელების საქონელსა და მომსახურებაზე. - ეს 3.0--ჯერ  აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (ფასები 2023 წლის თებერვალში წინა წლის თებერვალთან შედარებით შემცირდა მხოლოდ 46 დასახელების საქონელსა და მომსახურებაზე). ამასთან, თუ ერთი წლის წინ საქონელ-წარმომადგენელთა კალათაში ფასების ზრდა დაფიქსირდა 202-ით მე საქონელზე, ვიდრე ფასების შემცირება, 2024 წლის თებერვალში ეს სხვაობა 18.3-ჯერ (!) შემცირდა და ისტორიულ მინიმუმამდე - 11-მდე დავიდა (შესაბამისად, 151 და 140).აღსანიშნავია, რომ ზედიზედ მეხუთე თვეა (2023 წლის ოქტომბრიდან) ფასები სურსათზე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მცირდება. სურსათზე ფასები, ბოლო 12 თვის მანძილზე მხოლოდ 3 თვის მანძილზე იზრდებოდა, ხოლო მთლიანად 2024 წლის თებერვალში მათი დონე წინა წლის მხოლოდ 95.9 პროცენტი იყო.  ფასების სტაბილურობა, დაბალი ინფლაცია ხელსაყრელ პირობებს ქმნის მოსახლეობის რეალური შემოსავლებისა და კეთილდღეობის ზრდისთვის. ყოველდღიურად ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობამ თებერვალში 213 ერთეული შეადგინა და წინა, იანვრის მაჩვენებელს 35 ერთეულით გადააჭარბა.დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა თებერვალში წინა წლის თებერვალთან  შედარებით 11.8 პროცენტით გაიზარდა და 11.4 მლრდ. ლარს გადააჭარბა.ეკონომიკის ზრდაში საგრძნობი  წვლილი შეაქვს საგარეო სექტორს.  ამასთან, თებერვალში ექსპორტი და იმპორტი წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, გაიზარდა (შესაბამისად, 2.0%-ით და 4.4%-ით). ექსპორტის მატება მთლიანად უზრუნველყო რეექსპორტის ზრდამ (+15.2%), მაშინ, როდესაც ადგილობრივი ექსპორტი განაგრძობდა კლებას (-10.1%). ამასთან, ექსპორტის მდგომარეობა თებერვალში რამდენადმე გამოსწორებულია იანვართან შედარებით. - ექსპორტის საშუალო სადღეღამისო მოცულობა (16.1 მლნ. აშშ დოლარი) 47.4 პროცენტით აღემატება იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელს (10.9 მლნ. აშშ დოლარი); თებერვლის ადგილობრივი ექსპორტი 7.4 მლნ. აშშ დოლარი 44.8 პროცენტით აღემატება იანვრის მაჩვენებელს (5.1 მლნ. აშშ დოლარი).ამასთან, წლის დასაწყისიდან საქართველოდან განხორციელებულ მთლიან ექსპორტში პირველი 5 ადგილი ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკებმა დაიკავეს (ყირგიზეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, ყაზახეთი, სომხეთი), რომელზეც საქართველოს მთელი ექსპორტის 60.4 პროცენტი მოვიდა.საქართველოს 4 სახმელეთო მეზობლიდან ორ ქვეყანაში (რუსეთი, თურქეთი) განხორციელებულ მთლიან ექსპორტში საგრძნობლად მაღალია ადგილობრივი წარმოების საქონლის წილი (შესაბამისად, 82.5% და 84.4%), დანარჩენ ორ რესპუბლიკაში  (აზერბაიჯანი, სომხეთი) კი, პირიქით - დაბალი (შესაბამისად, 17.1% და 24.6%). ექსპორტით იმპორტის გადაფარვის მაჩვენებელი წლის ორ თვეში საშუალოდ 37.4 პროცენტი შეადგინა, ამასთან, საქართველოდან ექსპორტით პირველ ადგილზე მყოფ ყირგიზეთთან ყოველ 1 დოლარის იმპორტზე მოდის 141 დოლარზე მეტი ექსპორტი, ანუ ადგილი აქვს ვაჭრობის ცალმხრივ ზრდას, ძირითადად რეექსპორტის მატების ხარჯზე.საქართველოს ექსპორტის მთავარი სტატია მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტია. - მასზე 2024 წლის პირველ ორ თვეში მოვიდა საქართველოს მთლიანი ექსპორტის 32.7% (262.6 მლნ. აშშ დოლარი) და რეექსპორტის 70.5 პროცენტი.უცხოეთიდან საქართველოში ფულადმა გზავნილებმა თებერვალში 372.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის თებერვლის მხოლოდ 73.1 პროცენტია.შემცირება გამოიწვია რუსეთიდან განხორციელებული ტრანზაქციების მნიშვნელოვანმა კლებამ (თებერვალში  წინა წლის თებერვალთან  შედარებით გზავნილები რუსეთიდან შემცირდა 125.0 მლნ. აშშ დოლარით - თითქმის 3.0-ჯერ). ამასთან, დანარჩენი მსოფლიოდან (რუსეთის გარდა) ტრანზაქციები განაგრძობდა ზრდას და წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით თებერვალში წინა წლის თებერვალთან 13.6 პროცენტიანი მატება დაფიქსირდა. აღნიშნულის გამო რუსეთის წილი განაგრძობს სწრაფ შემცირებას საქართველოში განხორციელებულ ფულად ტრანზაქციებში: 2024 წლის თებერვალში ერთი წლის წინანდელთან შედარებით იგი შემცირდა 50.3%-დან  22.8%-მდე, მათ შორის წმინდა ტრანზაქციებში - 53.4-დან 24.0%-მდე.ფულადი ტრანზაქციების შემცირება, ერთი მხრივ და სამამულო პროდუქტის ზრდის მაღალი ტემპი, მეორე მხრივ, ხაზს უსვამს ეკონომიკური ზრდის შიდა, ენდოგენური პოტენციალის მზარდ როლს ქვეყნის დინამიკურ განვითარებაში. აღნიშნული დიდწილად მიღწეულია ხელისუფლების რაციონალური ეკონომიკური პოლიტიკით და ბიზნესისა და ინვესტიციებისათვის სასურველი და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებისა და სატრანსპორტო-საკომუნიკაციო როლის საგრძნობი ზრდის  ხარჯზე." - წერს სოსო არჩვაძე.