მთავარი თემა

პროკურატურა სააკაშვილისთვის შიდა პატიმრობას ითხოვს

უნდა დავასრულოთ სპეკულაციები და მადლობა გადავუხადოთ ბიჭებს - გიორგი კვირიკაშვილი

20:34 11-22-2017
14

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ დღევანდელი სპეცოპერაციის დროს, ვისაც არ დაეზარა, ამ საქმის ექსპერტი და კარგად მცოდნე გახდა.

ამასთან დაკაშირებით, პრემიერმა რეფერალურ საავადმყოფოში დაშავებული სპეცრაზმელების მოსანახულებლად მისვლისას, ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"მინდა გავცე პასუხი იმ სპეკულაციებს, რომ გაგრძელდა დიდი ხანი და ა.შ... რა თქმა უნდა, შესაძლებელია სხვადასხვაგვარად მოქმედება, მაგრამ მთავარი პრიორიტეტი იყო მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვა და ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ ამ მიმართულებით მსხვერპლი არ ყოფილიყო და ჩვენმა სპეცრაზმის თანამშრომლებმა ეს შეძლეს. ჩვენ გვინახავს სხვა ტიპის სპეცოპერაციები სხვა ქვეყნებში, სადაც შენობებს ანგრევენ და ასეთ შედეგზე არიან ორიენტირებულები - ჩვენ სხვა სტილი გვაქვს, სხვა ხელწერა გვაქვს და მე მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც თავისი სიცოცხლის ფასად მოიტანა ის შედეგი, რაც ახლა გვაქვს. გაისმა ასევე შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ ქალაქის ცენტრში აღმოჩნდნენ. რა თქმა უნდა, ისინი დღეს არ იყვნენ აღმოჩენილები, წინასწარი ინფორმაციები არსებობდა და ის, რომ აქ აღმოაჩინეს, არის წინასწარი მუშაობის შედეგი. უნდა დავასრულოთ სპეკულაციები და მადლობა გადავუხადოთ ბიჭებს ჩატარებული სპეცოპერაციისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.

 

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე