მთავარი თემა

პროკურატურა სააკაშვილისთვის შიდა პატიმრობას ითხოვს

ვახტანგ გომელაურის განმარტება, რატომ გაგრძელდა ამდენი ხნის განმავლობაში სპეცოპერაცია

20:23 11-22-2017
172

სუს-ის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ გაბრიელ სალოსის გამზირზე მიმდინარე სპეცოპერაცია ამდენი ხანი იმიტომ გაგრძელდა, რომ მოქალაქეები და ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები არ დაშავებულიყვნენ.

ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ვახტანგ გომელაურმა რეფერალურ საავადმყოფოსთან განაცხადა, სადაცსპეცოპერაციისას დაჭრილები პრემიერთან ერთად მოინახულა.

"პირველ რიგში მინდა მივუსამძიმრო დაღუპულის ოჯახს, ის იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური დანიშნულების მებრძოლი. ასევე დაჭრილი არიან ჩვენი და შს სამინისტროს თანამშრომლები. მათი ჯანმრთელობის მდგომაროება სტაბილურია. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ არ დასრულებულიყო ოპერაცია ასე. იმ ერთი ადამიანის დაღუპვა ძალიან მძიმე იყო. ღმერთს მადლობა, რომ ჩვენი თანმამშრომლები მსუბუქად არიან დაჭრილები. კითხვები იყო იმაზე, თუ რატომ გაგრძელდა ამდენი ხანი სპეცოპერაცია, ზუსტად იმიტომ, რომ არ დაშავებულიყვნენ მოქალაქეები, ძალოვანები, პოლიციელები. აქედან გამომდინარე იყო ყველაფერი, რომ ნაკლები დანაკარგები ყოფილიყო”, - განაცხადა გომელაურმა.

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე