მთავარი თემა

პროკურატურა სააკაშვილისთვის შიდა პატიმრობას ითხოვს

ტერორიზმში ეჭვმიტანილი სამი პირი ლიკვიდირებულია - სპეცოპერაცია დასრულდა

17:58 11-22-2017
679

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია დასრულდა. ჩვენი ინფორმაციით, ტერორიზმში ეჭვმიტანილი სამი პირი შტურმის დროს გარდაიცვალა, თუმცა ამ ინფორმაციას ოფიციალურად ჯერ არ ადასტურებენ.

"პრაიმტაიმის" ინფორმაციით, ერთ-ერთმა ეჭვმიტანილმა საცხოვრებელი კორპუსის ფანჯრიდან გადმოხტომა სცადა, თუმცა სპეცრაზმმა მისი ლიკვიდირება მომენტალურად მოახდინა. 

გარდა ამისა, სამართალდამცავების მიერ დაკავებულია ტერორიზმთან კავშირში მყოფი ერთი პირი. 

ერთ-ერთი ვერსიით, თავდამსხმელებს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ორი ბინა ჰქონდათ აღებული. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სპეცოპერაციის შესახებ განცხადება უახლოეს წუთებში გაკეთდება.