მთავარი თემა

პროკურატურა სააკაშვილისთვის შიდა პატიმრობას ითხოვს

გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაცია დასრულდა - დამნაშავეები, სავარაუდოდ, ლიკვიდირებულნი არიან (Exclusive)

LIVE UPDATE
303

გაბრიელ სალოსის გამზირზე მიმდიანრე სპეცოპერაცია, რომელიც დაახლოებით 22 საათი მიმდინარეობდა, დასრულდა.

როგორც "პრაიმტაიმისთვის" გახდა ცნობილი, ტერორიზმში ეჭვმიტანილი სამივე პირი ლიკვიდირებულია. დღის განმავლობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ეჭვმიტანილი ერთი პირი დააკავა, ხოლო დანარჩენების აყვანის სპეცოპერაცია მიმდინარეობდა. 

სპეცოპერაცია გუშინ საღამოს 23:00 საათიდან მიმდინარეობდა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების დაკავებას ცდილობდნენ მას შემდეგ, რაც ისინი სამართალდამცავებთან მოლაპარაკებზე არ წამოვიდნენ.

სპეცოპერაციას ემსხვერპლა ერთი სპეზრაზმელი, რომელიც დილიდან ინგოროყვას კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. "პრაიმტაიმის" ინფორმაციით, მის გარდა, კიდევ სამი სპეცრაზმელია დაჭრილი.

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე