მთავარი თემა

პროკურატურა სააკაშვილისთვის შიდა პატიმრობას ითხოვს

სპეცოპერაციის დროს, სავარაუდოდ, კიდევ სამი სპეცრაზმელი დაიჭრა (Exclusive)

17:12 11-22-2017
227

"პრაიმტაიმის" ინფორმაციით, გაბრიელ სალოსის გამზირზე მიმდინარე სპეცოპერაციის დროს, სავარაუდოდ, კიდევ სამი სპეცრაზმელი დაიჭრა. 

რაც შეეხება სპეცოპერაციის დროს დილით დაჭრილ სპეცრაზმელს, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, გარდაიცვალა.

ის ინგოროყვას კლინიკაში დილის შემდეგ იმყოფებოდა, ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

სპეცოპერაცია ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების დაკავების მიზნით, გუშინ საღამოს 23:00 საათიდან მიმდინარეობს. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე