მთავარი თემა

საპროტესტო აქციები სომხეთში

(Exclusive) გაცნობა მედიატურზე და ბიჭის ინიციატივით დაწყებული სიყვარულის ისტორია

07:41 11-22-2017
1626

"პრაიმტაიმის" ორიგინალური ქორწილის დღის სტუმარია ნინო შავერდაშვილი, პროფესიით ჟურნალისტის და და გიორგი მაისურაძე, ოპერატორი. 

წყვილმა ერთმანეთი 3 წლის წინ მედიატურზე გაიცნეს, რომელსაც საქართველოს მაშინდელი სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია აწყობდა. გიორგი და ნინო გაცნობიდან 3 წლის შემდეგ დაქორწინდნენ. 

ნინო შავერდაშვილი: "ერთმანეთი ჩვენთვის ნაცნობ გარემოში მედიატურზე გავიცანით. მედიატურს მაშინდელი სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია აწყობდა. ასე რომ, სწორედ მისი დამსახურებაა ახლა ერთად რომ ვართ. პირველი ინიციატივა გიორგისგან იყო და პირველად მას შევუყვარდი. ავტობუსით წაგვიყვანეს ჟურნალისტები რესტორანში, სადაც გიორგი გვერდით მომიჯდა და მითხრა, ლამაზად "გამოიყურებიო". ტურიდან, რომ ჩამოვედით "ფეისბუქზე" დამამატა, მაგრამ იშვიათად ვკონტაქტობდით. არასოდეს მქონია საზაფხულო რომანები . ალბათ იმიტომ , რომ ყოველთვის სიყვარულის მარადიულობის მწამდა! თუმცა ვიცოდი, რომ ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ საუკეთესო ბიჭი შემიყვარდებოდა და ეს ასეც მოხდა. პირველ პაემანზე წიგნი მაჩუქა და სწორედ, ამ მომენტიდან ძალიან მომეწონა, რადგან მან ჩემში სილამაზის და ვიზუალის გარდა ბევრი რამ დაინახა. გიორგის უკვე ვუყვარდი, მე კი ერთი წლის შემდეგ შემიყვარდა და მის დაბადების დღეზე ვაღიარე, რომ მიყვარდა. დაბადების დღეზე ფოტოები ვაჩუქე წარწერით "მიყვარხარ".   გვქონდა ნიშნობა, შემდეგ უკვე ქორწილი და ბოლოს საქორწილო მოგზაურობა. ალბათ ძალიან კარგი ადამიანი ვარ ღმერთმა რომ მისი თავი მაჩუქა. თითოეული ადამიანი სხვადასხვაგვარად გადმოსცემს სიყვარულს, მე კი ვიტყვი რომ სიყვარული თავად ჩემი ბიჭია!".

ავტორი: თეონა აბესაძე