მთავარი თემა

პროკურატურა სააკაშვილისთვის შიდა პატიმრობას ითხოვს

ბათუმის საკრებულოში პოლიცია გამოიძახეს - დაპირისპირების მიზეზი კაბინეტია

12:00 11-21-2017
106

ბათუმის საკრებულოში ფრაქცია "ნაციონალურმა მოძრაობამ" პოლიცია გამოიძახა. ამის მიზეზი კი სამუშაო ოთახი გახდა, რომელშიც ქართული ოცნება განთავსდა. ინფორმაციას სააგენტო ipn- ავრცელებს.

ნაციონალების წევრის მირდატ ქამადაძის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები დღეს საკუთარ სამუშაო ოთახში ვერ შევიდნენ, რადგან იქ "ქართული ოცნება" განთავსდა, სამუშაო ოთახის შეცვლაზე კი ფრაქციისთვის არაფერი უთქვამთ.

"დილით გადმოგვეცა ბრძანება ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" იმ კაბინეტიდან გამოძევების შესახებ, სადაც წლების განმავლობაში ვმუშაობდით. ეს ხელისუფლება კაბინეტებისთვის მოვიდა. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის, სულიკო თებიძის მთავარი სურვილია კომფორტი მოიწყონ. გუშინ კაბინეტი დავკეტეთ და წავედით, დღეს კი ასეთი სიტუაცია დაგხვდა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრების კაბინეტში "ქართული ოცნება" განთავსდა",- განაცხადა მირდატ ქამადაძემ.

ქამადაძე ამბობს, რომ არ იციან მათი ნივთების ადგილმდებარეობა, რის გამოც პოლიცია გამოიძახეს.

 

ბათუმის საკრებულოში 20 ნოემბერს ორი ფრაქცია შეიქმნა - ქართული ოცნების ფრაქციას ნატალია ზოიძე უხელმძღვანელებს, ხოლო ნაციონალების ფრაქციას მირდატ ქამადაძე. საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე კი  მუდმივმოქმედი კომისიების შემადგენლობის საკითხი უნდა განიხილონ.