მთავარი თემა

პროკურატურა სააკაშვილისთვის შიდა პატიმრობას ითხოვს

საკონსულტაციო კომპანიები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახლადარჩეულ წევრებს ბიზნესში არსებულ პრობლემურ საკითხებს აცნობენ

11:13 11-21-2017
12

ამ წუთებში იმართება სავაჭრო-სამრეწველო პალატის სამართლებრივ -ეკონომიკური კომიტეტის იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან.  ეს არის პალატის პირველი შეხვედრა ახლად არჩეულ საბჭოს წევრებთან.

სამართლებრივ-ეკონომიკური კომიტეტი, რომელიც სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებობს უკვე ერთი წელია, აერთიანებს ყველა წამყვან იურიდიულ საკონსულტაციო და აუდიტორულ კომპანიებს. 

როგორც ჟურნალისტებს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა განუცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე განიხილება ყველა ის პრობლემატური საკითხი, რომელიც ბიზნესს და კერძო სექტორს აწუხებს.

"კომიტეტის რეკომენდაციები და მოსაზრებები მიეწოდება იუსტიციის საბჭოს. ასევე, დაგეგმილია იუსტიციის საბჭოს საქმიანობის პრეზენტაცია. ძირითადი საკითხები, რაც დღევანდელ შეხვედრაზე განიხილება, დაკავშირებულია კომერციული პალატების დაარსებას თან სასამართლო სისტემაში, ასევე  ონლაინ სესხები, ასევე დავების ბაზებთან დაკავშირებული პრობლემები",- განაცხადა ნინო ჩიქოვანმა.

 

ავტორი: ლიზი არსოშვილი