ანალიზი დაადგენს თბილისში ნაპოვნი ცხოველი მგელია, თუ ძაღლი

19:06 11-16-2017
127

თბილისში, მაყაშვილის ქუჩაზე ორი დღის წინ ცხოველი იპოვეს, რომელზც ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში გუშინ განაცხადეს, რომ ის მგელია, თუმცა ირკვევა, რომ ეს ჯერ დასადგენია.

როგორც "პრაიმტაიმს" ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ განუცხადა, მან ცხოველი ნახა და ადასტურებს, რომ ძალიან ჰგავს მგელს, თუმცა ვარაუდის ნამდვილობაში ეჭვი ეპარება.

მისივე ინფორმაციით, ცხოველისგან ბეწვის მინუში აიღეს, რომელსაც გენეტიკური ანალიზი უტარდება, ანალიზსი პასუხი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

იმ შემთხვევაში, თუ ცხოველი მგელი აღმოჩნდება, მას ზოოპარკს გადასცემენ. ამჟამად ის ცხოველთა თავშესაფარში იმყოფება.

 

ავტორი: ლიზი არსოშვილი