მთავარი თემა

2 ახალი მინისტრი, 4 გაუქმებული სამინისტრო

მამაკაცის მდგომარეობა, რომელმაც ბენზინი თვითმკვლელობის მიზნით გადაისხა, მძიმეა

22:25 11-14-2017
506

მამაკაცის მდგომარეობა, რომელმაც ლოტკინზე ბენზინი თვითმკვლელობის მიზნით გადაისხა, მძიმეა.

ამის შესახებ "პრაიმტაიმს" სასწრაფო-სამედიცინო დახმარების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.

დაშავებული დამწვრობის ცენტრში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც დაახლოებით 3 საათის წინ თვითმკვლელობა სცადა. 

როგორც "პრაიმტაიმმა" გაარკვია, 1993 წელს დაბადებული პირი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და მან თვითმკვლელობა ოჯახური კონფლიქტის გამო გადაწყვიტა. 

 

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე