მთავარი თემა

2 ახალი მინისტრი, 4 გაუქმებული სამინისტრო

ნაძალადევის რაიონში 2014-2017 წლებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების 970 პროექტი დაფინანსდა

20:43 11-14-2017
17

2014 წლის აგვისტოდან დღემდე, ნაძალადევის რაიონში კორპუსების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის 970 პროექტი განხორციელდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები, ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში შესრულდა. ამ ეტაპზე მიმდინარე 20-მდე პროექტი კი წლის ბოლომდე დასრულდება.

 კორპუსებში საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესების მიზნით, ნაძალადევის რაიონის გამგეობის თანადაფინანსებით, ძირითადად, შემდეგი სახის პროექტები ხორციელდება:

ü  წყალ-კანალიზაციის შიდა ქსელის შეცვლა (გამგეობის დაფინანსება 85%)

ü  ბრტყელი და ქანობიანი სახურავების რეაბილიტაცია (80%)

ü  4-5 სართულიანი შენობის კაპიტალური გამაგრება (90%)

ü  კაპიტალური გამაგრების პროექტის შედგენის მომსახურება (90%)

ü  კორპუსებში სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია (80%)

ü  ლიფტების რეაბილიტაცია (80%)

ü  სადარბაზოების შიდა რემონტი (80%)

ü  სადარბაზოებში მეტალის კარების მონტაჟი (80%)

ü  სადარბაზოებში სენსორული განათების მოწყობა (90%)

ü  საერთო სარგებლობის კიბეების რეაბილიტაცია (80%)

ü  წყალსაწრეტი მილების შეცვლა (80%)

 3 წლისა და 3 თვის განმავლობაში, კორპუსების ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად შესრულებული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 9 908 706 ლარი გამოიყო.

 

R